ართანა ლოპოტა

ჰესის მოწყობა გათვალისწინებულია ყვარელის მუნიციპალიტეტში მდ. ლოპოტაზე სოფელ ლაფანყურთან.

rrrrr

2014 წლის 24 ივლისს სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდმა” გამოაცხადა ინვესტორების შერჩევა, მდინარე დიდხევზე „ართანა ჰესისა“ და მდინარე ლოპოტაზე „ლოპოტა ჰესი 1-ის“ განვითარებისა და მშენებლობის მიზნით. ჩატარებული ტენდერის საფუძველზე გამარჯვებულად გამოვლინდა შპს „დეკა“.

ერთობლივ საწარმოში სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდმა” განახორციელა არაფულადი შენატანი ლოპოტა ჰესი 1 და ართანა ჰესის ურთიერთგაგების მემორანდუმების და პირველადი ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის სახით, რომელიც მოიცავდა ენერგეტიკულ კალულაციებს, პირველად სქემას, წანასწარ გარემოზე ზემოქმედების შესწავლას, წინასწარ გეოლოგიას და ხარჯთაღრიცხვას. შპს „ართანა ლოპოტას“ წილები გადანაწილდა შენატანების პროპორციულად,  80% მფლობრლია შპს „დეკა“ ხოლო 20% სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი“

შპს „ართანა-ლოპოტამ“ პირნათლად შეასრულა ურთიერთგაგების მემორანდუმით აღებული ვალდებულებები. ქვეკონტრაქტორებთან აქტიური მუშაობის საფუძველზე, 2015 წლის ოქტომბრის თვეში, შპს „ართანა ლოპოტას“ მიერ, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროში ჩაბარებულ იქნა მდინარე დიდხევზე 2,5 მგვტ დადგმული სიმძლავრის „ართანა ჰესისა“ და მდინარე ლოპოტაზე 10 მგვტ დადგმული სიმძლავრის „ლოპოტა ჰესი 1-ის“ ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთებები.

2016 წლის მეორე კვარტალში იგეგმება სამშენებლო მემორანდუმის გაფორმება, დეტალური პროექტის დასრულება და მშენებლობის დაწყება.

artana

კატეგორია პორტფოლიო, ჰიდრო

Calendar

იანვარი 2018
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
« დეკ    
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  

მულტიმედია