სტატუსი-დასრულებული | ბუნებრივ აირზე მომუშავე 500 მეგავატი დადგმული სიმძლავრის თბო ელექტრო სადგურთან დაკავშირებით საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვაზე გამოცხადებული ტენდერის პირობებში კონსულტაციების გამართვა.

სს „საქართველოს ენეგეტიკის განვითარების ფონდი“  ა/წ 12  და 24 ივნისს აცხადებს კონსულტაციების დღეს  ყველა დაინტერესებულ პირისთვის, რომლსაც სურს ბუნებრივ აირზე  მომუშავე 500 მეგავატი დადგმული სიმძლავრის თბო ელექტრო სადგურთან დაკავშირებით საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვაზე გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობა. სამუშაო შეხვედრის პირობებში განხილული იქნება ყველა ის საკითხი, რაც დაკავშირებულია სატენდერო დოკუმენტაციასთან.

შეხვედრა გაიმართება კითხვა პასუხის რეჟიმში. ყველა დაინტერესებულ პრეტენდენტს შეეძლება  მისთვის საინტერესო საკითხების განხილვა უშუალოდ ფონდის ხელმძღვანელობასთან.

აღნიშნული შეხვედრის შემდეგ,განხილული საკითხebi გამოქვეყნდება ფონდის ოფიციალურ ვებ გვერდზე.

შეხვედრაზე დასწრების რეგისტარციის ბოლო ვადაა 11 ივნისის 18:00 საათი.  დაინტერესებულმა პირებმა მონაწილეობის  შესახებ  ოფიციალური წერილი უნდა გამოაგზავნონ შემდეგ  მისამართზე: t.kazarashvili@gedf.com.ge.

შეხვედრის გამართვის ადგილი : საქართველო, თბილისი, 0105, სანაპიროს ქ.2, იუსტიციის სახლი, მე-4 სართული.

შეხვედრის დრო: თბილისის დროით 16:00 სთ

ოფიციალური წერილი უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

  1. კომპანიის დასახელება
  2. წარმომადგენ(ებ)ლის სახელი გვარი
  3. წარმომადგენ(ებ)ლის თანამდებობა
  4. საკონტაქტო ინფორმაცია (ელ. ფოსტა, საკონტაქტო ნომერი)
კატეგორია პარტნიორის შერჩევა, პრეს-ცენტრი, პრესრელიზები, საინვესტიციო პროექტები

Calendar

იანვარი 2018
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
« დეკ    
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  

მულტიმედია