გარდაბანი II

გარდაბნის თბოელექტროსადგურის პროექტის განვითარება იგეგმება გარდაბნის მუნიციპალიტეტში

gardabani

  გარდაბნის თბოელექტროსადგურის პროექტის განვითარება იგეგმება გარდაბნის მუნიციპალიტეტში.

სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი“ ამუშავებს ბუნებრივ აირზე მომუშავე 500 მეგავატი დადგმული სიმძლავრის თბოელექტროსადგურის პროექტს გარდაბანში. პროექტის განვითარების მიზნით, ფონდმა 2014 წლის აპრილში გამოაცხადა საერთაშორისო ტენდერი პროექტის ფარგლებში საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვაზე. ტენდერში გამარჯვებულად გამოცხადდა საერთაშორისო საინჟინრო-საკონსულტაციო კომპანია  „Tractebel Engineering S.A.”, რომელსაც აღნიშნულ სფეროში გააჩნია დიდი გამოცდილება.

პროექტის ფარგლებში კონსულტანტის მიერ პირველ ეტაპზე მომზადდა

  • ბაზრის კვლევა
  • წინასწარი ტექნიკურ-ეკენომიკური დასაბუთება

2015 წლის ნოემბერში კონსულტანტმა კომპანია დაასრულა მუშაობა  სრულყოფილ ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევაზე (Bankable Feasibility Study).

შემდეგი ეტაპი (IV ფაზა) მოიცავს კონსულტანტი კომპანიის მიერ სატენდერო დოკუმენტაციის მომზადებას. კონსულტანტი კომპანია ჩვენი მხრიდან საჭიროებს თანხმობას, რათა დაიწყოს მუშაობა შემდეგი ეტაპის (IV ფაზა) სატენდერო დოკუმენტაციის მოსამზადებალად. „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი“ ვალდებულია პარტნიორთან ერთად მიიღოს გადაწყვეტილება  პროექტის განვითარების სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით, რომელსაც წარმოადგენს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო.

 

 

 

კატეგორია თბო

Calendar

იანვარი 2018
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
« დეკ    
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  

მულტიმედია