ინფორმაცია ინტერესის გამოხატვის შესახებ

გორის ქარის ელექტროსადგურის პროექტის განსახორციელებლად მიმდინარე წლის ივნისში სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი“ (GEDF) გამოაცხადებს ინტერესთა გამოხატვას . ინტერესთა გამოხატვის გამოცხადებამდე ფონდი დაინტერესებულ ინვესტორებს აძლევს შესაძლებლობას გაეცნონ პროექტის შინაარსს.
პროექტი ითვალისწინებს საქართველოში ქარის პირველი ელექტროსადგურის მშენებლობას.
ადგილზე დამონტაჟებულ 80 მეტრის სიგრძის მეტეოროლოგიური ანძის მიერ მიღებულმა ინფორმაციებმა აჩვენა, რომ აღნიშნულ ადგილზე ქარის სიმძლავრე ელექტროსადგურის მშენებლობისთვის საკმარისია.
გორის ქარის ელექტროსადგურის პროექტზე მზად არის წინასწარი ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება, რომლითაც მტკიცდება პროექტის პოტენციალი.

სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითრების ფონდი“ (GEDF) მზად არის ითანამშრომლოს ამ სფეროში გამოცდილ საიმედო ინვესტორებთან.

დაინტერესებულ პირებს აქვთ შესაძლებლობა მოგვმართონ ფონდის ოფიციალურ ელ. ფოსტაზე (info@gedf.com.ge) , ასევე ოფისის ნომერზე: +995 32 2 18 11 31 2014 წლის 31 მაისამდე.

კატეგორია პრეს-ცენტრი, პრესრელიზები

Calendar

იანვარი 2018
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
« დეკ    
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  

მულტიმედია