“ენერგეტიკის განვითარების ფონდი” ამერიკულ კომპანიასთან ერთად ქარისა და მზის ელექტროსადგურებს განავითარებს

საქართველოში ახალი კომპანია შეიქმნება, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით 400 მგვტ-მდე ქარისა და მზის პოტენციური ელექტროსადგურების კვლევა-განვითარებას განახორციელებს.

ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე და ამერიკული კომპანიის – “აელუს აპოლო ალტო ენერჯის” დირექტორი, მუკემელ სარიმსაკჩი დღეს სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასში” თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს მოაწერენ ხელს.

ინვესტორი და სამინისტროს შვილობილი კომპანია “საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის” დირექტორი, გიორგი ბეჟუაშვილი პარტნიორობის შესახებ შეთანხმებასაც გააფორმებენ.

ახალშექმნილ კომპანიაში “ენერგეტიკის განვითარების ფონდის” წილი 15%-ით განისაზღვრება, ხოლო “აელუს აპოლო ალტო ენერჯის” – 85%-ით. პირველ ეტაპზე ქარისა და მზის ელექტროსადგურების მიზანშეწონილობის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლა განხორციელდება, რომლის დასრულების შემდეგაც, ელექტროსადგურების მშენებლობის კონკრეტული ადგილები დადგინდება.

ამასთან, 19 დეკემბერს, 15:00 საათზე შპს “აელუს ალტო ენერჯის” წარმომადგენლი, სტენფორდის უნივერსიტეტის ლექტორი ტონი სება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებულ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლაში (ISET) ალტერნატიული ენერგეტიკის წყაროების შესახებ ლექციას წაიკითხავს.

წყარო - http://www.bpn.ge/

კატეგორია პრეს-ცენტრი, პრესრელიზები

Calendar

იანვარი 2018
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
« დეკ    
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  

მულტიმედია