ზესტაფონის ქარის ელექტროსადგურის პროექტს სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი“ და შპს „ჯეოკრაფტი“ განავითარებენ

სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ მიერ მიმდინარე წლის 18 იანვარს გამოცხადდა ინვესტორის შერჩევა ზესტაფონის ქარის ელექტროსადგურის პროექტის განხორციელების მიზნით, სადაც გამარჯვებულ კომპანიად გამოვლინდა შპს „ჯეოკრაფტი“.

პარტნიორებს შორის წილობრივი გადანაწილება შემდეგია:

სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი“ – 10 %

შპს „ჯეოკრაფტი“ – 90 %.

პროექტის განვითარების პირველი ფაზა მოიცავს  იმერეთის რეგიონში, ქ. ზესტაფონის მიმდებარე ტერიტორიაზე  ქარის ელექტროსადგურის (საპროექტო დადგმული სიმძლავრე – 150 მეგავატი)   სრულ ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის მომზადებას.

აღნიშნულთან დაკავშირებით,  სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდისა“ და შპს „ჯეოკრაფტის“ მიერ დაარსებული საერთო საწარმო  შპს „ზესტაფონის ქარის ელექტროსადგური“ მიმართავს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ურთიერთგაგების მემორანდუმის გასაფორმებლად წარსადგენი კვლევების მომზადების მიზნით.

კატეგორია Uncategorized

Calendar

სექტემბერი 2017
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
« აგვ    
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930  

მულტიმედია