„ნამახვანის“ პროექტის საინვესტიციო წინადადებების მიღების ეტაპი დასრულებულია

2016 წლის 7 ივლისს, 15:00 სთ-ზე, დასრულდა წინადადებების მიღება ნამახვან ჰესების კასკადის პროექტის განსახორციელებლად 2015 წლის 24 დეკემბერს გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვის ფარგლებში. წინადადებები შემოიტანა სამმა კომპანიამ: Clean Energy Group Georgia LLC , Powerchina Resources LTD და General Development LLC.

შეფასების კომისია განიხილავს პრეტენდენტების მიერ წარმოდგენილ წინადადებებს (ფინანსურ მდგომარეობას და გამოცდილებას). საკვალიფიკაციო ეტაპის გავლის შემდეგ შერჩევის კრიტერიუმი იქნება გარანტირებული შესყიდვის პერიოდზე შესასყიდი ელ. ენერგიის უმცირესი ტარიფი. გამარჯვებული პრეტენდენტი მოწვეულ იქნება ენერგეტიკის სამინისტროსთან იმპლემენტაციის ხელშეკრულების პირობებზე მოსალაპარაკებლად. გამარჯვებულის გამოვლენა მოხდება 6 თვის ვადაში.

7.07.2016

კატეგორია ინვესტორების გვერდი, ნამახვანი

Calendar

იანვარი 2018
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
« დეკ    
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  

მულტიმედია