„ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურის“ პროექტის პრეზენტაცია

10286864_913178058758163_744043709637674556_o

 

ვიცე -პრემიერმა/ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერია“-ში, საქართველოს ენერგეტიკის სექტორში წარმატებით განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი საინვესტიციო პროექტების, ასევე 2015 წელს ენერგოსექტორში განხორციელებული ინვესტიციების შესახებ მოხსენება გააკეთა. საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის მიერ წარდგენილი იქნა ასევე, „ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურის“ პროექტის პრეზენტაცია.

საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდმა დაასრულა საქართველოში არსებულ მდინარეების წყალშემკრები 4 აუზის აუთვისებელი ჰიდროპოტენციალის კვლევა: რის შედეგადაც პირველ ეტაპზე, რომელიც მოიცავდა საძიებო კვლევებს, გამოვლინდა 88 პროექტი, ჯამური დადგმური სიმძლავრით 1489 მგტვ. ხოლო მეორე ეტაპზე, რომელიც მოიცავდა წინასწარ ეკონომიკურ დასაბუთებას გამოვლინდა 48 პროექტი ჯამური დადგმური სიმძლავრით 460 მგვტ. პროექტები გადაეცემა საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს და ისინი სამინისტროს ვებ-გვერდზე არსებულ განახლებადი პოტენციური წყაროების ნუსხაში განთავსდება.

„ნამახვან ჰესების კასკადის“ პროექტი უნდა განხორციელდეს წყალტუბოსა და ცაგერის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე. პროექტი შედგება „ნამახვანი“ და „ტვიში“ ჰესებისაგან. პროექტის დადგმული სიმძლავრე 433მვტ-ია. პროექტის სავარაუდო საინვესტიციო ღირებულებაა 730 მლნ.აშშ დოლარი.

პროექტის საბაზისო დიზაინი მოამზადა საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიამ – „სტუდიო პიეტრანჯელიმ“. პროექტის ფარგლებში მომზადდა ასევე, საპროექტო ტერიტორიაზე არსებული გზის ალტერნატიული, შემოვლითი გზის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა, გარემოზე ზემოქმედების ანგარიში. გავლენის არეალში მოხვედრილ მოსახლეობას დაუკანონდა ფაქტიურ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთები, აშენდა პროექტისთვის საჭირო ინფრასტრუქტურული ობიექტი – ხიდი მდ. რიონზე სოფელ ჟონეთთან. ამჟამად, მიმდინარეობს სანებართვო პროცედურები და 2016 წლის დასაწყისში დაგეგმილია სამშენებლო ნებართვის აღება. უახლოეს დღეებში გამოცხადდება მოწვევა ინტერესთა გამოხატვის თაობაზე პროექტის ინვესტორის შესარჩევად. ინვესტორის შერჩევის მთავარი კრიტერიუმი იქნება სახელმწიფოს მიერ შესასყიდი ელექტროენერგიის უმცირესი ტარიფი.

 

 

კატეგორია Uncategorized

Calendar

იანვარი 2018
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
« დეკ    
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  

მულტიმედია