პროექტის შესახებ

ნამახვანი ჰესების კასკადის პროექტი ხორციელდება დასავლეთ საქართველოში მდ. რიონზე (წყალტუბოსა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში) ლაჯანურისა და გუმათის ჰესებს შორის. პროექტის მფლობელია სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი“-ს შვილობილი კომპანია სს „ნამახვანი.“

ნამახვან ჰესების პროექტი მოიცავს ორსაფეხურიან კასკადს და შედგება ნამახვანისა და ტვიში ჰესებისაგან, რომელთა ჯამური დადგმული სიმძლავრეა 433 მგვტ, ხოლო წლიური საშუალო გამომუშავება -1514 გვტსთ. პროექტის წინასწარი სავარაუდო ღირებულებაა 730 მილიონი აშშ დოლარი კაპიტალიზებადი საპროცენტო ხარჯის გარეშე. კასკადის ექსპლუატაციაში გაშვების სავარაუდო თარიღია 2021 წელი.

პროექტის პირველადი მონახაზები შესრულდა 1930 წელს, თუმცა 1980 წლამდე საპროექტო დიზაინი არ მომზადებულა. 1980  წლის პროექტი გულისხმობდა სამსაფეხურიანი კასკადის (ტვიში, ნამახვანი, ჟონეთი) მშენებლობას ჯამური დადგმული სიმძლავრით 450 მგვტ. პროექტი და წინასწარი ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა ხელახლა გადაამუშავეს E.C Hydroprojekt LTD-მ და Stuky LTD-მ. საბოლოოდ პროექტის განახლებული ვერსია, რომელიც უპირატესობას ანიჭებდა ორ საფეხურიან კასკადს წარმოადგინა იტალიურმა საკონსულტაციო კომპანიამ Studio Ing G. Pietrangeli s.r.l.-მ. ნამახვან ჰესების ორსაფეხურიანი კასკადი მოწონებულ იქნა საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მიერ.

დღეისათვის სს „ნამახვანმა“ დაასრულა განახლებული ძირითადი დიზაინი, შემოვლითი გზის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა, აიღო დადებითი ეკოლოგიური დასკვნა და მშენებლობის პირობიანი ნებართვა. სამშენებლო ტერიტორიის ძირითადი ნაწილი სს „ნამახვანის“ საკუთრებაშია, როლო დატბორვის ტერიტორიის ძირითადი ნაწილის მესაკუთრეებთან დადებულია ნასყიდობის წინრე ხელშეკრულებები. სს „ნამახვანმა“ ასევე დაასრულა სოფ. ჟონეთის ხიდის მშენებლობა, რომელიც გათვლილია ელექტრომექანიკური მოწყობილობების და სამშენებლო მასალის გადასატანად და წარმოადგენს ჰესების კასკადის პროექტის ინფრასტრუქტურის ნაწილს.

2015 წლის 24 დეკემბერს სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდმა“ გამოაცხადა ინტერესთა გამოხატვა ნამახვან ჰესების პროექტში ინვესტირების მიზნით. 2016 წლის 2 თებერვლამდე დაინტერესებულმა ინვესტორებმა გამოხატეს მონაწილეობის სურვილი, ხოლო  2016 წლის 7 ივლისს უნდა წარმოადგინონ საბოლოო წინადადებები. გამარჯვებული ინვესტორი საქართველოს მთავრობასთან დადებს იმპლემენტაციის ხელშეკრულებას.

Calendar

ნოემბერი 2017
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
« აგვ    
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  

მულტიმედია