ნამახვან ჰესების კასკადის სამშენებლო ტერიტორიის დათვალიერება

2016 წლის 25 თებერვალს სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი“ გეგმავს ორგანიზება გაუწიოს ნამახვან ჰესების კასკადის საპროექტო ტერიტორიის დათვალიერებას და იწვევს ყველა იმ ინვესტორს, რომელმაც გამოხატა ინტერესი ფონდის მიერ ამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვაში. ინვესტორებს გიდობას გაუწევენ სს „ნამახვანის“ წარმომადგენლები და დაათვალიერებინებენ საპროექტო და მიმდებარე ტერიტორიას. ინვესტორის შერჩევის პროცესთან და პროექტის ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე  ინვესტორები, სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი“-ს და  სს „ნამახვანის“ წარმომადგენლები იმსჯელებენ შეხვედრისას, რომელიც გაიმართება იმავე დღეს, თბილისის დროით 16:30 საათზე, ქ. ქუთაისში.

დაგეგმილი ვიზიტის შესახებ ელექტრონული წერილის საშუალებით ეცნობა ყველა ინვესტორს, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ინტერესთა გამოხატვაში. დამატებითი შეკითხვებით ინვესტორებს შეუძლიათ მიმართონ სს „ნამახვანის“ წარმომადგენელს არაუგვიანეს 2016 წლის 24 თებერვილისა შემდეგ ელექტრონულ მისამართზე წერილის გაგზავნის გზით: g.chachibaia@namakhvani.ge.

Namakhvani map Geo             Tvishi map Geo

კატეგორია Uncategorized

Calendar

იანვარი 2018
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
« დეკ    
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  

მულტიმედია