ნამახვან ჰესების კასკადის პროექტის განხორციელებაში დაინტერესებულმა ინვესტორებმა პროექტის სამშენებლო ტერიტორია დაათვალიერეს

ნამახვან ჰესების კასკადის პროექტის განვითარებაში დაინტერესებულმა ინვესტორებმა 2016 წლის 25 თებერვალს დაათვალიერეს პროექტის სამშენებლო და მიმდებარე ტერიტორიები. ინვესტორების წარმომადგენლებს გიდობას უწევდნენ სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის,“ სს „ნამახვანის“ და პროექტის ძრითადი დიზაინის ავტორის  – „Studio Ing. G Pietrangeli Srl”- წარმომადგენლები. სტუმრებმა დაათვალიერეს ნამახვანის და ტვიშის კაშხლების და ჰესის შენობების  განთავსების ტერიტორიები, ასევე სს „ნამახვანის“ მიერ აშენებული ახალი ხიდი სოფ. ჟონეთში, რომელიც მოემსახურება ჰესის მშენებლობის დროს ელექტრომექანიკური მოწყობილობების და მასალების გადატანას.

სამშენებლო ტერიტორიის დათვალიერების პროცესი გააშუქა ტელეკომპანია „იმედმა.“ ჟურნალისტები გაესაუბრნენ როგორც ინვესტორებს, ისე ადგილობრივ მოსახლეობას, რომლებიც უკვე მრავალი წელია ელოდებიან განსახლებას და სანაცვლო ანაზღაურებას.

ამავე დღეს, თბილისის დროით 18:00 საათზე ჩატარდა შეხვედრა, სადაც პოტენციური ინვესტორების წარმომადგენლებს შესაძლებლობა მიეცათ დაესვათ ნებისმიერი შეკითხვა როგორც ინვესტორთა შერჩევის პროცედურებთან, ისე პროექტის ტექნიკურ და ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით. ინვესტორებს განმარტებებს აძლევდა სს „ნამახვანის“ წარმომადგენელი, დირექტორი გიორგი ჩაჩიბაია. ყველა დასმული შეკითხვა შესაბამისი პასუხებით მომდევნო დღეებში გამოქვეყნდება ელექტრონულად.

ინტერესთა გამოხატვაში მონაწილეობას იღებს 26-ი პოტენციური ინვესტორი, რომელთა ძირითადი ნაწილი ენერგეტიკულ სექტორში მნიშვნელოვანი გამოცდილების მქონე კომპანიებია. წარმოგიდგენთ კომპანიების სრულ სიას:

1 Çalık Enerji Sanayi ve Ticaret A.Ş Turkey
2 Metag InŞaat.Ticaret A.Ş Turkey
3 TBC Holding LLC Georgia
4 Hidroconstructia S.A Romania
5 Tekfen Construction and Installation Co., Inc. (Tekfen InŞaat ve Tesisat A.Ş.) Turkey
6 Terna S.A Greece
7 Boldman Group International, Inc. USA
8 ContourGlobal erneuerbare Energie Europa GmbH Bulgaria
9 “ჩემი სახლი”  Georgia
10 “General Development LLC”  Georgia
11 სს “სვანეთი ჰიდრო” (RP Global Austria GmbH)  Austria
12 “Phazisi Group”  Georgia
13 PowerChina Resources LTD  China
14 Harbin Electric International Company Limited China
15 Enerji Verta Enerji Ith Ihr San VE Tic LTD şti Turkey
16 Synohidro Corporation Limited China
17 “EN-ES” LLC Georgia
18 Namakhvani Holding LLC Georgia
19 Strabag AG Austira
20 Elenilto Georgia LLC Georgia (Israel)
21 AS Texnoservis LLC Ajerbaijan
22 Anadolu Tasit Ticaret A.S. Turkey
23 Clean Energy Group Georgia LLC Geogia (Netherland)
24 Electricité de France S.A France
25 Kalyon Inşaat San. Ve Tic. A.ş. Tukey
26 The Tata Power Company Limited India

4

1 32

კატეგორია Uncategorized

Calendar

იანვარი 2018
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
« დეკ    
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  

მულტიმედია