პარტნიორობა/თანამონაწილეობა

• GEDF მზადაა სანდო და დაინტერესებულ პარტნიორთან განახლებად ენერგეტიკულ პროექტებში თანამშომლობისთვის.
• პროექტები შესაძლოა ინიცირებულ იქნას ორივე დაინტერესებული მხარისაგან (ინვესტორის ან/და GEDF-ის მხრიდან).
• GEDF და პარტნიორი ქმნიან ერთობლივ საწარმოს შემდგომი განვითარებისთვის
• GEDF-ის სტრატეგიაა იყოს უმცირესი წილის მფლობელი ერთობლივ საწარმოში, უმჯობესია კომპანიის საკუთარი კაპიტალის 30%-მდე წილის, ან მთლიანი საინვესტიციო ღირებულების 10%-მდე
• ფონდის შენატანი შეიძლება იყოს როგორც ფულადი რესურსი, ასევე არაფულადი შენატანი პროექტის ან სხვა რაიმე აქტივის ან მომსახურების სახით
• GEDF-ს უნდა ჰქონდეს საწარმოს დატოვების უფლება გარკვეულ ეტაპზე, უმეტეს შემთხვევაში მოსამზადებელი სამუშაოების დასრულების შემდეგ

მომსახურების ხელშეკრულება
GEDF-ს შეუძლია ინვესტორს გაუწიოს მომსახურება ენერგო პროექტების განვითარების ნებისმიერი ეტაპისთვის. ძირითადად საინჟინრო, იურიდიული და მმართველობითი მომსახურება შეიძლება მოწოდებულ იქნას ფონდის მიერ, მათ შორის:
 საინჟინრო მომსახურება პროექტის პირველადი მოკვლევის, წინასწარი დიზაინისა და სხვა სამუშაოების სახით
 სამშენებლო ნებართვისთვის საჭირო პროცედურების გავლა, ძირითადად მიწათმფლობელობის გარკვევასა და სხვა იურიდიულ და ადმინისტრაციულ საკითებთან დაკავშირებული საქმიანობა
 პროექტის მართვის მომსახურებები
პროექტის ინიცირების პროცესი
ფონდს აქვს განსაზღვრული გარკვეული პროცედურები, რომლის მეშვეობითაც ხდება ამა თუ იმ პროექტის ინიცირება და პარტნიორთან ურთიერთობის განვითარება.
მიმართვის წერილი:
ინვესტორი წერს მიმართვის წერილს ფონდის დირექტორის სახელზე, რომელშიც განსაზღვრულია:
• პროექტები რომლებშიც მათ სურთ თანამშრომლობა და თანამშრომლობის მათი ხედვა. პროექტების მოძიება შესაძლებელია როგორც ვებ-გვერდზე, ასევე GEDF-ს თან შეხვედრით.
• თუ ინვესტორს/პროექტის განმავითარებელს სურს თავის დაწყებულ პროექტზე თანამშრომლობა, მაშინ პირველ ეტაპზე მოწოდებულ უნდა იქნას პროექტის ძირითადი მახასიათებლები, ხოლო მოგვიანებით უნდა მოხდეს პროექტის წინასწარი ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მოწოდება ფონდისთვის, რათა შესაძლებელი იყოს მისი რენტაბელურობის განსაზღვრა
• ინფორმაცია ინვესტორის შესახებ, მათი საქმიანობა და მათი ხედვა პროექტის განვითარების შესახებ.
შეთანხმება კონფიდენციალურობის შესახებ და ინფორმაციის გაცვლის მეთოდები:
• GEDF და ინვესტორი/პროექტის შემსრულებელი ხელს აწერენ შეთანხმებას კონფიდენციალურობის შესახებ და ცვლიან არსებულ ინფორმაციებს კონკრეტული პროექტების შესახებ.
• დაინტერესების შემთხვევაში შესაძლებელია საექსპლუატაციო ადგილის მონახულება და დისკუსია პროექტის განვითარების შესახებ.
შეთანხმება:
• ინვესტორი და GEDF იღებენ გადაწყვეტილებას თანამშრომლობის შესახებ და განსაზღვრავენ პროექტს რომლის ფარგლებშიც უნდა ითანამშრომლონ.
• ინვესტორი და GEDF ხელს აწერენ შეთანხმებას თანამშრომლობისა და/ან მომსახურეობის შესახებ. შეთანხმების პირობები შესაძლებელია შეიცვალოს პროექტებიდან გამომდინარე.

 

კატეგორია თანამშრომლობა

Calendar

იანვარი 2018
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
« დეკ    
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  

მულტიმედია