რატომ საქართველო

საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის რეზოლუციის საფუძველზე ენერგეტიკის სამინისტროს მიერ შემუშავდა საქართველოს ენერგეტიკის სექტორის სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები.

ენერგენტიკის სფეროში საქართველოს პოლიტიკის ძირითადი მიზანია საწარმოო და საყოფაცხოვრებო-კომუნალური სექტორის ენერგეტიკული მოთხოვნების სრული დაკმაყოფილება. ქვეყანაში არსებული ენერგორესურსების მდგრადი გამოყენების შედეგად, ენერგომატარებლების იმპორტის დივერსიფიკაცია, ეკონომიკური დამოუკიდებლობის და ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფა.
აღნიშნულ დოკუმენტში დიდი ყურადღება ეთმობა ადგილობრივი რესურსების, მათ შორის ჰიდრორესურსების გამოყენებას.
საქართველოს ენერგო სექტორმა წლების განმავლობაში მრავალი დაბრკოლება გამოიარა. 1990 -იანი წლებში თითქმის მთელი ქვეყანა ელექრო ენერგიის ძალიან დიდ დანაკლისს განიცდიდა. ეს გამოწვეული იყო როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური არასტაბილურობით. დღეს, საქართველოს თითქმის ყველა მოსახლეს მიეწოდება ელექტრო ენერგია და ამ კუთხით საქართველომ დიდი წინსვლა განიცადა. რადგან განვითარებადი და განვითარებული ქვეყნები მთავარ ენერგო პრიორიტეტად განახლებად ენერგიას მიიჩნევს, ამ გადმოსახედიდან საქართველო შესაძლოა ერთ-ერთი წარმატებულ ქვეყნად მივიჩნიოთ მისი ენერგო პოტენციალიდან გამომდინარე. 1996 წელს, მაშინ როდესაც მოსახლეობას დღის განმავლობაში სულ რამოდენიმე საათით მიეწოდებოდა ელ. ნერგია, ყველაზე დაბალი იყო ელ. ენერგიის მოხმარება ერთ სულ მოსახლეზე, ბოლო 20 წლის განმავლობაში მხოლოდ 1,120 კვტსთ შეადგენდა. ეს იყო ლოგიკური შედეგი ადრეულ წლებში საქართველოს დამოუკიდებელ ქვეყნად გამოცხადებისა.
2011 წლის მონაცემებით, საქარველოს მოსახლეობის ელექტო ენერგიის მოხმარება ერთ სულ მოსახლეზე 2 079 კვტსთ შეადგენდა, რაც თითქმის 2 -ჯერ აღემება 90-იანი წლების მაჩვენებელს.
2006-2010 წლებში განხორციელებული ინვესტიციებმა ფიქსირებულ გენერაციებსა და სადისტრიბუციო ხაზებში შეადგინა ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 7.8%. ელექტრო ენერგიის მიწოდება გაიზარდა 44 %-ით. საქართველო 2007 წელს გახდა ელ. ენერგიის ნეტ ექსპორტიორი.
განახლებადი ენერგიის უდიდესი პოტენციალი. 

მიახლოებულ მაჩვენებლებზე დაყრდნობით, საქართველოს ჰიდროენერგო რესურსებიდან შეუძლია აწარმოოს 32 ტერავატ საათი, რაც 4-ჯერ აღემატება მიმდინარე გამომუშავებას. 2020 წლისთვის კი შესაძლებელ იქნება 6.3 ტრვტ საათის ექსპორტზე გატანა. ქვეყანას აგრეთვე შეეძლება მოსახლეობის მოთხოვნის სრული დაკმაყოფილება ელექტრო ენერგიით და აღარ იქნება იმპორტზე დამოკიდებული( იმ დროსაც კი , როცა ელ. ენერგიაზე მოთხოვნა პიკს მიაღწევს).
საქართველო -რეგიონში ელ. ენერგიის ყველაზე იაფი მწარმოებელი.
საქართველოში წარმოებული ჰიდროენერგიის ტარიფი რეგიონში ყველაზე დაბალია და შეადგენს 0.02 ამერიკულ დოლარს ერთ კვტსთ-ზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, რადგან ჩვენს მეზობელ აზერბაიჯანში ტარიფი თერმული ენერგიის სადგურებზე წარმოადგენს 0.03 აშშ დოლარს 1 კვტ საათზე. ალბათ ასეთ ფასს განაპირობებს ის ფაქტორიც, რომ აზერბაიჯანელები უფრო გადართული არიან ნავთობის მოპოვებაზე და მათთვის გაზის, როგორც ქვეყნისთვის ერთ-ერთი ძირითადი შემოსავლის წყაროს, ხელშეწყობა და სუბსიდიები უფრო მომგებიანია. სხვა მეზობელი ქვეყნების, როგორებიცაა თურქეთი და სომხეთი, ელექტრო ენერგიის ტარიფი გაცილებით მაღალია ვიდრე საქართველოში.
ექსპორტის დიდი შესაძლებლობა.
საქართველოს ელექტრო ენერგიის მიღების პონტეციალიდან გამომდინარე, შეუძლია ექსპორტის მოცულობა 1.7-ჯერ გაზარდოს 2015 წლისთვის და 6.7-ჯერ 2020 წლისთვის. თურქეთის მაღალი ენერგო ტარიფები და საქართველოს იაფი წარმოების შესაძლებლობა საფუძველს უყრის მომავალში ელ. ენერგიის ექპორტის ზრდას.
თურქეთის ენერგო მოხმარება ყოველწლიურად 7 % -ით იზრდება და ჩვენი მოკვლევების შედეგად 2020 წლისთვის ქვეყანას 118 ტრვტ საათის დეფიციტი ექნება. საქართველოს ენერგო სექტორისთვის ეს ხელსაყრელია და გვაძლევს იმის სტიმულს, რომ უფრო მეტი და მეტი ენერგია გამოვიმუშავოთ და მივაწოდოთ ჩვენს მეზობლებს. 2011 წელს, თურქეთში ელ. ენერგიის საშუალო საბითუმო ფასი იყო 0.08 აშშ დოლარი 1 კვტ საათზე, რაც მაღალია საქართველოში ახლად აშენებული ჰესების მიერ წარმოებულ 1 კვტ საათის ფასზე (0.06 აშშ დოლარი). ელექტრო ენერგიის ექსპორტის ზრდის პოტენციალი საქართველოს მეზობელ რეგიონებშიც აქვს, ამასთანავე განიხილება საკითხი თურქეთის გავლით ევროკავშირის ბაზარზე შესვლის თაობაზე.
ახლად აშენებული ჰესები იქნება მთლიანად ინვესტორების ხელში, ”მშენებლობა – ოპერირება- ფლობა’’-ს პრიციპით. ამასთანავე, ჰიდრო ელექტრო სადგურები, რომელთა საერთო დადგმული სიმძლავრე არ აღემატება 13 მეგავატს, ლიცენზიების გარეშე შეეძლებათ გამამომუშავებული ენერგიის ექსპორტზე გატანა. მფლობელები უფლებამოსილები იქნებიან თავად აირჩიონ მომხმარებელი და აგრეთვე განსაზღვრონ ელ. ენერგიის მიწოდების ფასი. ამ დროისთვის, საქართველოში არსებული ელექტრო ენერგიის სადგურების უდიდესი ნაწილი კერძო მესაკუთრეების ხელშია, მხოლოდ ენგურისა და ვარდნილის ჰესებია სახელმწიფო მფლობელობაში, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, აფხაზეთში მდებარეობს და მისი პრივატიზება ჯერჯერობით შეუძლებელია.

8 მიზეზი თუ რატომ უნდა ჩადოთ თქვენი ინვესტიციები საქართველოში

• საქართველო გთავაზობთ კონკურენტუნარიანი ღირებულების ფაქტორებს (სამუშაო ძალა, კომუნალურები, უძარვი ქონება, გადასახადები)
• საქართველოს სამუშაო ძალა მოიცავს 1.9 მილიონ ადამიანს- აქედან 30.8% აქვს უმაღლესი განათლების დიპლომი.
• საშუალო თვიური ხელფასი გაცილებით ნაკლებია ვიდრე ევროპაში – 385$, 2013 წლის მდგომარეობით.
• უმუშევარი ნაწილის 50.4 % (169 100 ადამიანი) ასაკი მერყეობს 20-34 წლამდე.
• 2000 წლიდან საქართველო არის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი და ვაჭრობაზე არ აქვს რაოდენობრივი შეზღუდვა.
• საქართველოში არის კარგი ინფრასტრუქტურა. მსხვილმა ინვესტიციებმა, სახელმწიფოს თუ კერძო სექტორის მხრიდან, განავითარეს და ააშენეს საერთაშორისო სტანდარტების გზები, რკინიგზები, სანაოსნო გზები, ნავსადგურები და აეროპორტები.
• საქართველოს საგარეო ვაჭრობა საგრძნობლად გაიზარდა 2003 წლის შემდეგ, აგრარული რეფორმების გატარების შედეგად, რამაც უფრო გაადვილა და გააიაფა ვაჭრობა ქვეყნის საზღვრებს გარეთ.
• საქართველო სთავაზობს ვიზიტორებს კარგ საცხოვრებელ პირობებს. სუფთა გარემო ორიენტირებული მწვანე ენერგიაზე და ნატურალური პროდუქტები .

კატეგორია საქართველოს შესახებ

Calendar

იანვარი 2018
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
« დეკ    
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  

მულტიმედია