„საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი” მდინარე რიონის წყალშემკრები აუზის შეუსწავლელი პოტენციალის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის ჩატარებაზე კონსულტანტის შერჩევის მიზნით გამოაცხადებს ტენდერს

საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი ამუშავებს ქვეყნის მასშტაბით შეუსწავლელი ჰიდროენერგეტიკული პოტენციალის ათვისების გეგმას.

აღნიშნული გეგმის მიხედვით მოხდება მდინარეების წყალშემკრები აუზების  ეტაპობრივი შესწავლა და შეუსწავლელი პოტენციალის გამოვლენა.

კვლევის მთავარი მიზნებია:
- წყალშემკრები აუზების/მდინარეების ათვისების გენერალური გეგმების შემუშავება;
- ადგილობრივი ჰიდრორესურსების მაქსიმალური ათვისება;
- ჰიდრორესურსების კომპლექსური გამოყენება;
- მცირე და საშუალო ჰესების კასკადების შექმნა;
- რეზერვუარების შექმნა პოტენციალის მაქსიმალური ათვისებისა და შემდგომ ელექტროენერგიის გამომუშავების რეგულირების მიზნით;
- ელექტროსადგურების განვითარებისას დროს გარემოსდაცვითი საკითხების მაქსიმალური გათვალისწინება და ოპტიმიზაცია.
მოცემული კვლევა მოგვცემს საშუალებას შემუშავდეს აუთვისებელი ენერგეტიკული პოტენციალის მოკლევადიანი და გრძელვადიანი გეგმა, რომელიც გაითვალისწინებს საინჟინრო ღონისძიებებს და მათ პრაქტიკულ შესრულებას.

საპროექტო სამუშაოების ფარგლებში გათვალისწინებული იქნება:
- კომპლექსური/ერთგვაროვანი სქემების შემუშავება, ერთგვაროვანი ნაგებობების და მოწყობილობების გამოყენება (მაგალითად სერიული წარმოების) და მათი დადებითი გავლენა პროექტის ეკონომიკურ მაჩვენებლებზე;
- ადგილობრივი მასალების და რესურსის გამოყენების საშუალებები.
პირველი ეტაპზე მოხდება მდინარე რიონის ბასეინის შესწავლა.

ტენდერი გამოცხადდება 2014 წლის 1 ივლისს, დამატებითი ინფორმაციისთვის დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მოგვმართონ ფონდის ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე – gedf@gedf.com.ge ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე (+995) 322 18 11 31.

 

კატეგორია პრეს-ცენტრი, პრესრელიზები

Calendar

იანვარი 2018
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
« დეკ    
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  

მულტიმედია