“საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი” „საქართველოს სოლიდარობის ფონდში“ გაწევრიანდა.

სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი“   მზად არის სოციალურად დაუცველი პირების მკურნალობაში საკუთარი წვლილი შეიტანოს.

 

2015 წლის 1 იანვრიდან  პრემიერის ინიციატივით დაფუძნებულ „საქართველოს სოლიდარობის ფონდში“ „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ თითოეული თანამშრომელი ყოველთვიურად,  საქველმოქმედო მიზნებისთვის, ხელფასის 0,5%-ს გადარიცხავს.

 

ფონდის მიზანია საზოგადოების, კერძო სექტორისა და სახელმწიფოს თანამონაწილეობით, ინოვაციური დაფინანსების მექანიზმების ამოქმედებით, საქართველოში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ან კატასტროფული სოციალური დანახარჯების რისკის წინაშე მდგარი ბავშვებისა და ოჯახებისთვის ალტერნატიული (არასაბიუჯეტო) რესურსების მობილიზაციის უზრუნველყოფა და პრიორიტეტულ სოციალურ საჭიროებებზე მიმართვა. საწყის ეტაპზე ფონდი ორიენტირებული იქნება ონკოლოგიური პაციენტების, უპირველესად კი ბავშვების ძვირადღირებული მკურნალობის ანაზღაურებაზე. აქციაში ჩართვა სრულიად ნებაყოფლობითია.

კატეგორია განცხადებები

Calendar

იანვარი 2018
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
« დეკ    
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  

მულტიმედია