„საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდმა“ ტენდერი გამოაცხადა

ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროდან განცხადებით, ტენდერში გამარჯვებული ფონდის მიერ განსახორციელებელ პროექტებზე „მაჭახელა 1 ჰესი“ და „მაჭახელა 2 ჰესი“ შესაბამისი მომსახურების გაუწევს და მოამზადებს: ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის კვლევა, პროექტის დიზაინი, სატენდერო დოკუმენტაცია (არჩევითი), სამშენებლო სამუშაოების დეტალური დიზაინი და ჰიდრო-მექანიკური და ელექტრო-მექანიკური დიზაინის განხილვა (არჩევითი).

„ენერგეტიკის განვითარების ფონდი“ აჭარაში, ხელვაჩაურის რაიონში მდინარე აჭარისწყალზე პროექტების „მაჭახელა 1 ჰესი“ (დადგმული სიმძლავრე 20 მგვტ-ი“ და „მაჭახელა 2 ჰესი“ (დადგმული სიმძლავრე 20 მგვტ-ი) განხორციელებას გეგმავს. ფონდის მენეჯმენტის გათვლებით, ჰესების მშენებლობა 3 წელიწადში დასრულდება.

დაინტერესებულმა პირებმა სატენდერო წინადადებები „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდში“ 2012 წლის 13 თებერვალის 17:00 საათამდე უნდა წარადგინონ.

წყარო - http://news.ge/

კატეგორია Uncategorized

Calendar

იანვარი 2018
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
« დეკ    
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  

მულტიმედია