საქართველოს ჰიდროენერგეტიკულ პოტენციალს შეისწავლიან

საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი ქვეყნის მასშტაბით შეუსწავლელი ჰიდროენერგეტიკული პოტენციალის ათვისების გეგმას ამუშავებს.

გეგმის მიხედვით, მდინარეების წყალშემკრებ აუზებს ეტაპობრივად შეისწავლიან და შეუსწავლელ პოტენციალს გამოავლენენ.

ენერგეტიკის განვითარების ფონდის ინფორმაციით, კვლევის მთავარი მიზნებია: წყალშემკრები აუზების/მდინარეების ათვისების გენერალური გეგმების შემუშავება;ადგილობრივი ჰიდრორესურსების მაქსიმალური ათვისება; ჰიდრორესურსების კომპლექსური გამოყენება; მცირე და საშუალო ჰესების კასკადების შექმნა; რეზერვუარების შექმნა პოტენციალის მაქსიმალური ათვისებისა და შემდგომ ელექტროენერგიის გამომუშავების რეგულირების მიზნით; ელექტროსადგურების განვითარებისას დროს გარემოსდაცვითი საკითხების მაქსიმალური გათვალისწინება და ოპტიმიზაცია.

როგორც ფონდში აცხადებენ, მოცემული კვლევა იძლევა საშუალებას, შემუშავდეს აუთვისებელი ენერგეტიკული პოტენციალის მოკლევადიანი და გრძელვადიანი გეგმა, რომელიც გაითვალისწინებს საინჟინრო ღონისძიებებს და მათ პრაქტიკულ შესრულებას. საპროექტო სამუშაოების ფარგლებში გათვალისწინებული იქნება: კომპლექსური/ერთგვაროვანი სქემების შემუშავება, ერთგვაროვანი ნაგებობების და მოწყობილობების გამოყენება (მაგალითად სერიული წარმოების) და მათი დადებითი გავლენა პროექტის ეკონომიკურ მაჩვენებლებზე; ადგილობრივი მასალების და რესურსის გამოყენების საშუალებები.

პირველი ეტაპზე მდინარე რიონის აუზს შეისწავლიან.

წყარო :
bpn logo2

 

კატეგორია პრეს-ცენტრი, პრესრელიზები

Calendar

იანვარი 2018
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
« დეკ    
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  

მულტიმედია