საქართველოში პირველი ქარის ელექტროსადგურის მშენებლობა აქტიურ ფაზაზე გადავიდა

საქართველოში პირველი ქარის ელექტროსადგურის მშენებლობა აქტიურ ფაზაზე გადავიდა, შპს „ქართლის ქარის ელექტროსადგური“ წარმოადგენს სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი“-ს  და „საქართველოს ნავთობის და გაზის კორპორაცია“-ის შვილობილ კომპანიას, რომლის დადგმული სიმძლავრე არის 20.7 მეგავატი და ხორციელდაბა ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის დაფინანსებით.

26 ივლისიდან დაიწყო ელექტროსადგურის შემადგენელი კომპონეტების შემოსვლა ფოთის პორტში, რომელიც დასრულდება 6 აგვისტოს. პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს სატრანსპორტო მარშუტზე გზის საბოლოო მოდელირება და 23 აგვისტოდან ტურბინების განლაგდება დაიწყება გორში არსებულ სამშენებლო ტერიტორიაზე.

ამ ეტაპზე სამშენებლო ტერიტორიაზე დასრულებულია მისასვლელი გზები, სამშენებლო პლატფორმები და ტურბინების ფუნდამენტები. სამონტაჟო სამუშაოები დაიწყება 23 აგვისტოს, ხოლო მთლიანად მონტაჟი სრულდება სექტემბერში, ასევე სექტემბერში დასრულდება გორი 220 ქვესადგურთან მიერთების სამუშაოები.

აღნიშნული პროექტის განხორციელების პროცესში დასაქმებულია 200-მდე საქართველოს მოქალაქე, ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი რომ ექსპლუატაციის პროცესში გადამზადებულები და დასაქმებულები იქნებიან საქართველოს მოქალაქეები.

ქართლის ქარის ელექტროსადგური ექსპლუატაციის პროცესში ყოველყლწლიურად 88 მლნ.კვტ/საათ ენერგიას გამოიმუშავებს და ხელს შეუწყობს მთავრობის სტრატეგიას, რომელიც დაბალემისიებიანი გენერაციის განვითარებას და ზამთრის სეზონზე ქვეყნის მოთხოვნის ნაწილის ქარის ენერგიით დაკმაყოფლებას ითვალისწინებს. 13754494_1041805819228719_2455334941046719584_n 13782149_1042494409159860_3047043730834491276_n 13872895_1041805822562052_6340382266645372889_n daa30411-9099-4756-8eb1-a664c1040bd85ded6311-e54d-4327-9b5e-17dd4fea1ad6

1d3f07b3-acaf-4887-a994-7748232e5afc

კატეგორია Uncategorized

Calendar

იანვარი 2018
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
« დეკ    
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  

მულტიმედია