საქმიანობა

სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი“-ს მისიაა ხელი შეუწყოს ქვეყნის ენერგეტიკული პოტენციალის რეალიზაციას, შესაბამისი ფონდების მოძიების, პროექტების განვითარებისა და მათი ეფექტიანი განხორციელების გზით.

ფონდის უმთავრეს ამოცანას წარმოადგენს განახლებადი ენერგიის წყაროების პერსპექტიული პროექტების მოძიება და განვითარების ხელშეწყობა, აღნიშნული მიზნებიდან გამომდინარე ფონდი  ეწევა შემდეგ საქმიანობებს:

  • წინასწარი კვლევითი სამუშაოების ჩატარება;
  • პროექტების წინასწარი ტექნიკურ-ეკონომიკური შეფასება;
  • პროექტის გარემოზე ზემოქმედების წინასწარი შეფასება;
  • ინვესტორების მოძიება და დაინტერესება არსებული პროექტებით;

 

ფონდი ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის მიზნით იკვლევს ენერგეტიკული პოტენციალის მქონე ადგილებს. გარდა ამისა, ხდება კონკრეტული პროექტის გარემოზე ზემოქმედების წინასწარი შეფასება. აღნიშნულის შედეგად  იწერება წინასაპროექტო კვლევის ანგარიში, რომლის საფუძველზეც, ინვესტორის არსებობის შემთხვევაში და აქციონერის თანხმობის საფუძველზე  ფონდი  იწყებს პროექტის დეტალურ ტექნიკურ-ეკონომიკურ   შესწავლას და სხვა დამატებითი მომსახურებების გაწევას. ინვესტორის დაინტერესების შემთხვევაში ფორმდება შეთანხმება ინვესტორსა და ფონდს შორის (და მესამე პირს შორის, ასეთის არსებობის შემთხვევაში), სადაც განისაზღვრება ინვესტორისა და კომპანიის ურთიერთვალდებულებები.

ფონდის საქმიანობის ერთ-ერთ მიმართულებას წარმოადგენს მომსახურების გაწევა ენერგეტიკის სფეროში, რაც მოიცავს საპროექტო და კვლევით, იურიდიულ და ფინანსურ მომსახურებებს.

 

ინვესტორის დაინტერესების შემთხვევაში, ფორმდება მემორანდუმი ინვესტორსა და GEDF-ს შორის (და მესამე პირს შორის, ასეთის არსებობის შემთხვევაში), სადაც განისაზღვრება ინვესტორისა და კომპანიის ურთიერთვალდებულებები.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ინვესტორის სურვილის შემთხვევაში, პარტნიორთან შეთანხმებით, პროექტის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, კომპანიას შეუძლია გაწიოს შემდეგი მომსახურეობები:

  • მშენებლობისთვის საჭირო ყველა დოკუმენტაციის მომზადება, უფლების და ლიცენზიების მოპოვების ჩათვლით;
  • საპროექტო ორგანიზაციის მოძიება და სრულყოფილი სამშენებლო პროექტის შესყიდვა;
  • პროექტის წინასწრი სქემატური დამუშავება ან წინასწარი ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების ანგარიშის მომზადება
  • მშენებლობის მონიტორინგი.

Calendar

ივლისი 2017
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
« ივნ    
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  

მულტიმედია