ქარის ელექტროსადგურის პროექტი

anZa 2GEDF-ის მიერ, საქართველოში გამოკვლეულია რამოდენიმე პოტენციური ადგილი ქარის ენერგიის განვითარებისთვის, სადაც შესაძლებელია ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევების ჩატარების შემდეგ, განხორციელდეს ქარის ელექტროსადგურის პროექტები.
ქარის ენერგიის პოტენციალის გამოკვლევის შედეგად ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ ადგილად გამოვლინდა გორთან ახლოს მდებარე ტერიტორია, რომელსაც დამატებით მიმზიდველობას მატებს ინფრასტრუქტურული მოწყობა – მისადგომი გზების არსებობა,  ქვესადგურის სიახლოვე და დასახლებული პუნქტების სიშორე.

 

 

Wind turbines near Tarifa, Spain qari 2 qari 3

დღეისათვის ამ ტერიტორიაზე დაგეგმილია 20 მეგავატამდე სიმძლავრის ელექტროსადგურის განთავსება. ტერიტორიაზე არსებული ენერგეტიკული პოტენციალი საშუალებას იძლევა ქარის ელექტრო სადგურის დადგმული სიმძლავრე იყოს 150 მგვტ-მდე მოცულობის. წინასწარი გათვლებით, დღეისათვის დაგეგმილი 20 მგვტ-იანი კომპანიის სუფთა წლიური გამომუშავება 68.3 მილიონ კილოვატ საათს შეადგენს, რაც გულისხმობს მთლიანი დადგმული სიმძლავრის 39 % გამოყენებას.
დეტალური ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ჩასატარებლად დაყენდა 80 მეტრის სიგრძის მეტეოროლოგიური ანძა საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით (3E-ს მიერ გაცემულია შესაბამისობის სერტიფიკატი), რომლის მეტეოროლოგიურ ინფორმაციებზე დაყრდნობით დადგინდება ტურბინების ზუსტი მდებარეობა და მახასიათებლები.
მიმდინარეობს მოლაპარაკება ტურბინების მწარმოებელ კომპანიებთან, ასევე სატრანსპორტო კომპანიებთან და საფინანსო ინსტიტუტებთან. დაახლოებით აპრილის თვეში იქნება პირველადი ტექნიკურ-ეკონომიკური ანგარიში, რომლის შემდგომაც შესაძლებელი იქნება კონკრეტულ კომერციულ პირობებზე მოლაპარაკება.
დეტალური ენერგეტიკული ანგარიშის შემდეგ მაქსიმუმ 8 თვის განმავლობაში შესაძლებელი იქნება ქარის სადგურის ექსპლუატაციაში გაშვება. პირველადი გეგმის მიხედვით პირველი ქარის ელექტრო სადგური გაეშვება 2015 წელს.

კატეგორია პორტფოლიო

Calendar

იანვარი 2018
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
« დეკ    
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  

მულტიმედია