სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი“ აცხადებს ინვესტორის შერჩევას ზესტაფონის ქარის ელექტროსადგურის პროექტის განხორციელების შესახებ

 

სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი“ გეგმავს ინვესტორის მოძიებას, რომელთან ერთადაც დააფუძნებს საერთო საწარმოს ზესტაფონის ქარის ელექტროსადგურის პროექტის განვითარებისა და  მშენებლობის მიზნით. აღნიშნული ქარის ელექტროსადგურის საპროექტო არეალი მდებარეობს საქართველოში, იმერეთის რეგიონში, ქ. ზესტაფონის მიმდებარე ტერიტორიაზე და მისი სავარაუდო დადგმული სიმძლავრეა 150 მგვტ.

დაინტერესებულ პირებს აქვთ შესაძლებლობა გამოხატონ ინტერესი და წარადგინონ სატენდერო დოკუმენტაცია არაუგვიანეს 2017 წლის 20 თებერვლის 18:00 საათისა.

პროექტის შესახებ:

ქ. ზესტაფონის მიმდებარე ტერიტორიაზე დაგეგმილია ქარის ელექტროსადგურის მშენებლობა, რომლის სავარაუდო პარამეტრებია:

პროექტის დასახელება ზესტაფონის ქარის ელექტროსადგური
დადგმული სიმძლავრე 150 მეგავატი
გამომუშავებული ელ.ენერგია 478.2 მლნ. კვტ/საათი
ტურბინების რაოდენობა 50 ერთეული
თითო ტურბინის დადგმული სიმძლავრე 3 მეგავატი
პროექტის ღირებულება 227 მლნ აშშ დოლარი

 

დღეისათვის ამ პროექტისთვის არსებობს წინასწარი ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა, რომელიც იქნება სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ არაფულადი შენატანი იქნება საერთო საწარმოს საწესდებო კაპიტალში და შეფასებულია 40,000 (ორმოცი ათასი) ლარად.

საერთო საწარმოს თავდაპირველი საწესდებო კაპიტალი უნდა შეადგენდეს 400,000 (ოთხასი ათასი) ლარს.

ინვესტორთა შერჩევის ტენდერის გამოცხადებასთან ერთად სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი“ აწესებს საპარტნიორო შეთანხმების სტანდარტულ პირობებს (ერთხმად მისაღები გადაწყვეტილებები, წილის ფორმირება, ფონდის წილიდან გამოსვლის ოპციები და სხვ.), რომელიც მოცემულია დანართ N 1-ში.

წინასწარი ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა შესაძლოა მოპოვებულ იქნას დაინტერესებული პირის მიერ წერილობითი მოთხოვნის და გაუმჟღავნებლობის შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ.

 

თანამშრომლობის გეგმა

სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი“ გეგმავს ინვესტორის მოძიებას, რომელთან ერთადაც დააფუძნებს საერთო საწარმოს ზემოაღნიშნული ელექტროსადგურის განვითარებისა და მშენებლობის მიზნით. არსებული წინასწარი ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა იქნება GEDF-ის არაფულადი შენატანი კომპანიის კაპიტალში, რომელიც შეფასებულია 40,000 ლარად.

საპარტნიორო შეთანხმების სტანდარტული პირობები (ერთხმად მისაღები გადაწყვეტილებები, წილის ფორმირება, ფონდის წილიდან გამოსვლის ოპციები და სხვ.) მოცემულია დანართ N 1-ში.

 

ტენდერის პირობები

ტენდერის მონაწილეების  შერჩევის კრიტერიუმია შემოთავაზებული გამოსყიდვისა და მიყიდვის ოფციების საპროცენტო განაკვეთების ოდენობა. ორივე ოფციის განაკვეთი უნდა იყოს სულ მცირე ორნიშნა რიცხვი და გამოსყიდვის და მიყიდვის განაკვეთებს შორის განსხვავება უნდა იყოს მინიმუმ 5%. გამარჯვებულად გამოცხადდება მონაწილე, რომლის მიერ შემოთავაზებული იქნება უმაღლესი განაკვეთი.

გამოსყიდვისა და მიყიდვის ოფციები და მათი მოქმედების პერიოდები განსაზღვრულია დანართ #1-ში – საპარტნიორო შეთანხმების სტანდარტული პირობები. ტენდერის მონაწილის მიერ სატენდერო დოკუმენტაციის შემოტანა ნიშნავს, რომ მონაწილე ეთანხმება დანართი #1-ით განსაზღვრულ სტანდარტულ პირობებს.

თუ სავარაუდო პარტნიორთან საპარტნიორო შეთანხმების რომელიმე პირობაზე, რომელიც არ არის მოცემული სტანდარტულ პირობებში შეთანხმება ვერ მოხერხდა, სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი“ უფლებამოსილია შეწყვიტოს მასთან მოლაპარაკება და შეთანხმება გააფორმოს სხვა სავარაუდო პარტნიორთან, რომელიც მონაწილეობდა ტენდერში ან ახლიდან გამოაცხადოს იგი.

სატენდერო დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს:

  • გამოსყიდვისა და მიყიდვის ოფციების საშუალო წლიური შემოთავებულ განაკვეთებს, როგორც განსაზღვრულია დანართი #1-ში;
  • ამონაწერს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან ტენდერში მონაწილე იურიდიული პირის რეგისტრაციის შესახებ;
  • ტენდერში მონაწილე იურიდიული პირის წესდებას;
  • ტენდერში მონაწილე იურიდიული პირის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის საიდენტიფიკაციო  დოკუმენტის ასლი;
  • ფინანსურ ანგარიშგებებს (სასურველია, მაგრამ არა სავალდებულო);

სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი“ უფლებამოსილია საჭიროების შემთხვევაში ტენდერის მონაწილეებს მოთხოვოს ნებისმიერი დამატებითი ინფორმაცია. ტენდერის მონაწილეებმა შეძლებისდაგვარად სწრაფად უნდა წარმოადგინონ მოთხოვნილი ინფორმაცია. ნებისმიერი შეუსაბამობა წარმოდგენილ დოკუმენტაციასა და რეალობას შორის შესაძლოა გახდეს მიზეზი კანდიდატის დისკვალიფიკაციისთვის.

განრიგი:

სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული კითხვებისთვის ან დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ კომპანიის ელ-ფოსტის მისამართზე: n.khaindrava@gedf.com.ge

სატენდერო დოკუმენტაცია მოწოდებულ უნდა იქნას არაუგვიანეს 2017 წლის 20 თებერვლის 18:00 საათისა შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ბარათაშვილის ქ. #8, მე–4 სართული, 0105, საქართველო. შემოთავაზებები მოწოდებულ უნდა იქნას დახურული კონვერტით კომპანიის წარმომადგენლის მიერ. კონვერტები გაიხსნება სატენდერო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადის ამოწურვისთანავე  და გამოცხადებული იქნება გამოსყიდვის და მიყიდვის ოპციების საშუალო წლიური განაკვეთები.

საბოლოო გამარჯვებულის გამოვლენა მოხდება სატენდერო დოკუმენტაციის ჩაბარებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში.

აქტივობა თარიღი
ინვესტორის ტენდერის გამოცხადების თარიღი 18 იანვარი 2017 წელი
სატენდერო დოკუმენტაციის მიწოდების ბოლო ვადა 20 თებერვალი 2017 წელი, 18:00 სთ.
გამარჯვებულის გამოვლენა 27 თებერვალი 2017 წელი
საპარტნიორო შეთანხმების გაფორმება 06 მარტი 2017 წელი

 

დანართი ხელშეკრულების სტანდარტული პირობები

ინვესტორის შერჩევა

კატეგორია ინვესტორების გვერდი, ქარი

Calendar

ივლისი 2017
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
« ივნ    
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  

მულტიმედია