სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი“ აცხადებს სატენდერო წინადადებების მიღებას საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვის მიზნით საქართველოში მდებარე 5მგვტ. მზის ელექტროსადგურის პროექტის განსახორციელებლად

სატენდერო დოკუმენტაცია

მოწვევა ტენდერში მონაწილეობის მისაღებად

 შესავალი

სს საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი აცხადებს ტენდერის გახსნას 5 მგვტ. მზის ელექტროსადგურის პროექტის განვითარების მიზნით მდებარე საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, კახეთის რეგიონში, სოფელი უდაბნოს ტერიტორიაზე, საქართველო.

1.ტენდერი ჩატარდება სატენდერო პროცედურებისა და დოკუმენტაციის შესაბამისად, რომელიც თანხვედრაშია შესყიდვების წესებთან.

2. სატენდერო წინადადებების წარმოდგენა უნდა განხორციელდეს 2017 წლის 28 აპრილის 18:00 საათამდე (თბილისის დროით). მის:  ბარათაშვილის 8 /მე-4 სართული

3.ტენდერში მონაწილეებმა უნდა წარმოადგინონ საკვალიფიკაციო დოკუმენტაცია ქვემოთ მითითებული ჩამონათვალის შესაბამისად:

3.1 კერძო სამართლის იურიდიული პირებისთვის:

3.1.1 ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრიდან;

3.1.2 ცნობა საჯარო სამართლებრივი  შეზღუდვის არარსებობის შესახებ (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ან მსგავსი დაწესებულება)

3.1.3 ტენდერში მონაწილეთა შესახებ ინფორმაცია: მისამართი, ელ-ფოსტა, საიდენტიფიკაციო კოდი, საბანკო რეკვიზიტები, ტელეფონი ან ფაქსი.

3.2 საჯარო სამართლის იურიდიული პირებისთვის

3.2.1 ცნობა საჯარო სამართლებრივი შეზღუდვის არარსებობის შესახებ (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ან მსგავსი დაწესებულება)

3.2.2 ტენდერში მონაწილეთა ინფორმაცია: მისამართი, ელ-ფოსტა, საიდენტიფიკაციო კოდი, საბანკო რეკვიზიტები, ტელეფონი ან ფაქსი.

შენიშვნა: ტენდერში მონაწილეებს არ უნდა გააჩნდეთ ქონებაზე საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა.

4. ქვეკონტრაქტორის არსებობის შემთხვევაში, ტენდერში მონაწილე სუბიექტი ვალდებულია სატენდერო წინადადებასთან ერთად დამატებით წარმოადგინოს ქვეკონტრაქტორის კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია დალუქულ კონვერტში.

5. წინადადებების წარმოდგენა უნდა მოხდეს ქართულ ან ინგლისურ ენებზე. სატენდერო კომისიის მოთხოვნის შემთხვევაში, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს მოთხოვნილი დოკუმენტაცია ქართულ ენაზე დახურულ კონვერტში შემდეგი მითითებებით:

5.1 მონაწილის სახელწოდება

5.2 სატენდერო კომიტეტი – სს ენერგეტიკის განვითარების ფონდი

6. თუ პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადება თანხვედრაშია ტექნიკურ დავალებასა და სატენდერო დოკუმენტაციასთან, პრეტენდენტი უფლბამოსილია დაამატოს ან და შეცვალოს სატენდერო წინადადების ნებისმიერი ნაწილი, თუ ეს ცვლილება არ ეწინააღმდეგება და არსებითად არ ცვლის ან არ აუარესებს თავდაპირველ სატენდერო წინადადებას, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი არ იქნება განხილული.

7.  სატენდერო წინადადებები არ იქნება მისაღები შემდეგ შემთხვევებში:

7.1 სატენდერო კომისიის მოთხოვნიდან 1 კვირის განმავლობაში პრეტენდენტი ვერ ან  არ მიაწოდებს მოთხოვნილ ინფორმაციას წინადადების დაზუსტების თაობაზე

7.2 იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადება ან მონაცემები იქნება ყალბი

8.გამოცხადებულ ტენდერში მონაწილე კომპანიებს უფლება აქვთ გაეცნონ სატენდერო დოკუმენტაციას შემსყიდველი ორგანიზაციის მითითებულ ვადაში.  ინფორმაცია ხელმისაწვდომია შემსყიდველის ვებ გვერდზე  www.gedf.com.ge.

9. საკონტაქტო პირი: შესყიდვების მენეჯერი – სოფიო გეგეშიძე. + 995 32 2 18 11 31,  ელ-ფოსტა: s.gegeshidze@gedf.com.ge

10.ტენდერი გამოცხადებულია სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ მიერ სპეციალური წესის საფუძველზე საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 იანვრის დადგენილების საფუძველზე.

solar – tender documentation -TOR

კატეგორია ინვესტორების გვერდი, მზე

Calendar

ივლისი 2017
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
« ივნ    
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  

მულტიმედია