სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი“ აცხადებს ტენდერის გახსნას ბორჯომის ჰიდროელექტროსადგურის საპროექტო-კვლევითი სამუშაოების ჩასატარებლად, საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვის მიზნით.

საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი აცხადებს ტენდერის გახსნას ბორჯომის ჰიდროელექტროსადგურის საპროექტო-კვლევითი სამუშაოების ჩასატარებლად, საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვის მიზნით. ბორჯომის ჰიდროელექტროსადგური, რომელიც არის ერთ-ერთი უძველესი ჰიდროელექტროსადგური ყოფილ რუსეთის იმპერიაში, ექსპულატაციაში შევიდა 1899 წლის 15 იანვარს.

ტენდერი გაიმართება სატენდერო პროცედურების დაცვით, რომელიც მითითებულია სატენდერო დოკუმენტაციაში.

წინადადების წარმოდგენა შესაძლებელია როგორც ქართულ, ისე ინგლისურ ენაზე.

შესყიდვის სავარაუდო ღირებულებაა გადასახადების გარეში – 90 000 ლარი.

ტენედერის დახურვა და საბუთების წარმოდგენა ხდება 2017 წლის 31 აგვისტოს 16:00 ადგილობრივი დროით მისამართზე ბარათაშვილის ქ. #8 მე-4 სართული.

სატენდერო დოკუმენტაციის ნახვა შესაძლებელია შემსყიდველი ორგანიზაციის საიტზე: www.gedf.com.ge

საკონტაქტო პირი – შესყიდვების მენეჯერი სოფო გეგეშიძე. + 995 32 2 18 11 31, e-mail. s.gegeshidze@gedf.com.ge

ტენდერი ტარდება სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ მიერ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 იანვრის N6 დადგენილება „სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდისათვის“ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“-ით დადგენილი წესით.

 

ოქმი #1

ბორჯომჰესის ტექ დავალება 01 08 2017 (004)

ხელშეკრულება ნიმუში

 

კატეგორია Uncategorized

Calendar

ნოემბერი 2017
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
« აგვ    
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  

მულტიმედია