სტატუსი-დასრულებული | სუფსა ჰესების კასკადზე ინვესტორი შეირჩა

სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი“-ის მიერ მდინარე სუფსაზე, გურიის რეგიონში 30,5 მგვტ სიმძლავრის ჰესების კასკადის პროექტის განვითარებისთვის პარტნიორის შერჩევის მიზნით 2014 წლის 16 აპრილს გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეთა სატენდერო წინადადებების მიღება დასრულდა 2014 წლის 13 მაისის 15:00 საათზე.

ფონდმა განიხილა წარმოდგენილი წინადადებები და ტენდერის გამარჯვებულად გამოაცხადა  შპს „ანაგი“ და შპს „ფერი“ შემოტანილი ერთობლივი განაცხადის საფუძველზე. კომპანიებს აქვთ დიდი გამოცდილება სამშენებლო ბიზნესში, როგორც ინფრასტრუქტურულ პროექტებში, ასევე ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობაში.

შპს „ანაგი“, შპს „ფერი“ და სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი“ უახლოეს მომავალში დააფუძნებენ ერთობლივ საწარმოს და ერთობლივად განავითარებენ პროექტს.

კატეგორია პარტნიორის შერჩევა, საინვესტიციო პროექტები

Calendar

იანვარი 2018
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
« დეკ    
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  

მულტიმედია