სუფსა

ჰესის მშენებლობა გათვალისწინებულია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, მდინარე სუფსაზე, სოფ. ბუკისციხესთან

Снимок supsa

სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი“-ის მიერ მდინარე სუფსაზე, გურიის რეგიონში 30,5 მგვტ სიმძლავრის ჰესების კასკადის პროექტის განვითარებისთვის პარტნიორის შერჩევის მიზნით 2014 წლის 16 აპრილს გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეთა სატენდერო წინადადებების მიღება დასრულდა 2014 წლის 13 მაისის 15:00 საათზე. ფონდმა განიხილა წარმოდგენილი წინადადებები და ტენდერის გამარჯვებულად გამოაცხადა  შპს „ანაგი“ და შპს „ფერი“ შემოტანილი ერთობლივი განაცხადის საფუძველზე. კომპანიებს აქვთ დიდი გამოცდილება სამშენებლო ბიზნესში, როგორც ინფრასტრუქტურულ პროექტებში, ასევე ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობაში. სს „სუფსა ენერჯის“ წილები გადანაწილდა შენატანების პროპორციულად: 40% შ.პ.ს „ანაგი“, 40% შ.პ.ს „ფერი“ ხოლო 20% სს  “საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი”.

2015 წელს სს „სუფსა ენერჯიმ“ დაასრულა ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მომზადება. დოკუმენტაციის სრული პაკეტი ჩაბარებულია ენერგეტიკის სამინისტროში.

2016 წელს მეორე კვარტალში იგეგმება: ელექტროენერგიის ტარიფის შეთანხმება, დეტალური დიზაინის დასრულება და სამშენებლო ნებართვების მოპოვება. 2016 წლის მესამე კვარტალის ბოლოს დაგეგმილია მშენებლობის დაწყება.

 

supsaa

კატეგორია პორტფოლიო, ჰიდრო

Calendar

იანვარი 2018
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
« დეკ    
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  

მულტიმედია