ქართლის ქარის ელექტროსადგურის გახსნა

6 ოქტომბერს  ქართლის ქარის ელექტროსადგური საზეიმოდ გახსნეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა  ილია ელოშვილმა.

ალტერნატიული ენერგიის წყაროების ათვისების მიზნით, სს ,,საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ და სს ,, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ შვილობილმა კომპანია შპს „ქართლის ქარის ელექტროსადგურმა“, ენერგეტიკის სამინისტროსთან თანამშრომლობით, 2016 წელს დაასრულა შიდა ქართლის რეგიონში, გორის და ქარელის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე, საქართველოში ქარის პირველი ელექტროსადგურის  მშენებლობა, რომლის ღირებულებამ შეადგინა 34 000 000 აშშ დოლარი, დადგმული სიმძლავრე არის 20.7 მეგავატი, ხოლო გამომუშავებული ელექტროენერგია იქნება 88 მლნ.კვტ/საათი.

აღნიშნულ პროექტზე მუშაობა 2013 წლის აგვისტოში დაიწყო.  დამონტაჟდა ქარის ძირითადი პარამეტრების გამზომველი მეტეოროლოგიური ანძა. მეტეო ანძით  მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით, ქარის ინდუსტრიაში ერთ-ერთმა წამყვანმა ნორვეგიულმა კომპანია ,,MEVENTUS”-მა მოამზადა ქარის რესურსების შეფასების ანგარიში და ამასთან შეირჩა ადგილისთვის ყველაზე ოპტიმალური ექვს ტურბინიანი სქემა.

დეტალური პროექტის მომზადებაში ჩაერთო ბელგიური საკონსულტაციო კომპანია „Tractebel Engineering“, რომელიც წარმოადგენს გიგანტი კონცერნის „GDF Suez”-ის შვილობილ კომპანიას. გარდა დეტალური პროექტისა, კონსულტანტის მიერ მომზადდა სატენდერო დოკუმენტაციები ორ ლოტზე:

ლოტი 1 – ქარის ტურბინების შესყიდვა, ტრანსპორტირება, მონტაჟი და მონტაჟის   შემდგომი მომსახურება.

ლოტი 2 – ელექტრო და სამშენებლო სამუშაოები.

2015 წელს აქტიურად დაიწყო თანამშრომლობა ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკთან პროექტის ფინანსირების საკითხზე. ბანკის მოთხოვნების შესაბამისად, პროექტის საერთო ღირებულების 30%-ის  შევსება  მოხდა სესხის ამღები შპს „ქართლის ქარის ელექტროსადგური“-ს პარტნიორებისგან , ხოლო დარჩენილი 70 % კი  ბანკის მიერ გაცემული სესხის მეშვეობით. 2016 წლის 11 იანვარს გაფორმდა სასესხო ხელშეკრულება  ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკსა და შპს „ქართლის ქარის ელექტროსადგურს შორის“. აღნიშნული ხელშეკრულების მიხედვით, ბანკმა კომპანიას პროექტის ფინანსირებისთვის გამოუყო 24 000 000 აშშ დოლარი.

სატენდერო დოკუმენტაციის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობა დაადასტურა ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა, რომლის შესყიდვების პროცედურების და წესების შესაბამისად ჩატარდა ტენდერი ორივე ლოტზე.

ლოტი 1 ტენდერში გამარჯვებულად გამოცხადდა ქარის ენერგიის ინდუსტრიაში ერთ- ერთი წამყვანი კომპანია „VESTAS BENELUX B.V”, რომელიც კომპანიას აწვდის ექვს ტურბინას თითოეული დადგმული სიმძლავრით 3.45 მეგავატი.

ლოტი 2 ტენდერში გამარჯვებულად გამოცხადდა ჩინური კომპანია China Nuclear Industry 23 Construction Co., LTD.

სამშენებლო სამუშაოები  დაიწყო 2016 წლის 15 მარტს და დასრულდა მიმდინარე წლის 29 სექტემბერს. სადგური ოქტომბრიდან გადავა ტესტირების ეტაპზე, რა დროსაც გამოიმუშავებს ელ. ენერგიას , ხოლო ამ ენერგიის მიწოდება მოხდება ელექტროსისტემის ქსელის მეშვეობით საქართველოს მოსახლეობაზე. დეკემბრის მეორე ნახევარში ქარის ელექტროსადგური გაეშვება ექსპლუატაციაში და ამუშავდება სრული დატვირთვით. აღნიშნული პროექტის მშენებლობის პროცესში დასაქმებული იყო 200-მდე ადამიანი. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ  „VESTAS BENELUX B.V“-სი საქართველოში შემოვიდა ქართული წარმომადგენლობით „VESTAS GEORGIA“ და ექსპლუატაციის პროცესში  გადამზადებული და დასაქმებული  იქნება  საქართველოს 20  მოქალაქე.

ქართლის ქარის ელექტროსადგური ხელს შეუწყობს მთავრობის სტრატეგიას, რომელიც დაბალემისიებიანი გენერაციის განვითარებას და ზამთრის სეზონზე ქვეყნის მოთხოვნის ნაწილის ქარის ენერგიით დაკმაყოფლებას ითვალისწინებს.

DJI_0009hfdhgfh

 

კატეგორია Uncategorized

Calendar

იანვარი 2018
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
« დეკ    
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  

მულტიმედია