პროექტის შესახებ

 

6new

 

 

საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის და საქართველოს ნავთობის და გაზის კორპორაციის შვილობილი კომპანია შპს “ქართლის ქარის ელექტროსადგური“ 2016 წელს ახორციელებს შიდა ქართლის რეგიონში, გორის და ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, გორის ტელერადიო ანძის მიმდებარედ, საქართველოში ქარის პირველი ელექტროსადგურის „ქართლის“ მშენებლობას, ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე 20.7 მეგავატია, ხოლო გამომუშავებული 88 მლნ. კვტ/საათი.

აღნიშნულ პროექტზე მუშაობა სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ ძალებით 2013 წელს დაიწყო. 2013 წლის აგვისტოს დამონტაჟდა ქარის ძირითადი პარამეტრების გამზომველი მეტეოროლოგიური ანძა. ანძის საშუალებით მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით, ფონდის დაკვეთით ქარის ინდუსტრიაში ერთ-ერთმა წამყვანმა ნოორვეგიულმა კომპანია „MEVENTUS”- მა მომზადა ქარის რესურსების შეფასების ანგარიში. ამასთანავე მომზადდა ტურბინების განლაგების რამოდენიმე სქემა, საიდანაც შეირჩა ადგილისთვის ყველაზე ოპტიმალური ექვს ტურბინიანი სქემა.

დეტალური პროექტის მომზადებაში ჩაერთო ბელგიური საკონსულტაციო კომპანია „Tractebel Engineering“, რომელიც წარმოადგენს გიგანტი კონცერნის „GDF Suez”-ის შვილობილ კომპანიას.

გარდა დეტალური პროექტის, „Tractebel Engineering”-ის მიერ მომზადდა სატენდერო დოკუმენტაციები ორ ლოტზე:

ლოტი 1 – ქარის ტურბინების შესყიდვა, ტრანსპორტირება, მონტაჟი და მონტაჟის შემდგომი მომსახურება.

ლოტი 2 – ელექტრო და სამშენებლო სამუშაოები.

სატენდერო დოკუმენტაციის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობა დაადასტურა ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა, რომლის შესყიდვების პროცედურების და წესების შესაბამისად ჩატარდა ტენდერი ორივე ლოტზე.

საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდმა 2015 წელს აქტიურად დაიწყო თანამშრომლობა ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკთან პროექტის ფინანსირების საკითხზე. ბანკის მოთხოვნების შესაბამისად, პროექტის საერთო ღირებულების 30 % შევსება უნდა მოხდეს სესხის ამღები ორგანიზაციისგან, ხოლო დარჩენილი 70 % კი მოხდება ბანკის მიერ გაცემული სესხის შევსებით.

სასესხო ხელშეკრულება გაფორმდება 2016 წლის პირველ კვარტალში ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკსა და შპს „ქართლის ქარის ელექტროსადგურს შორის“. აღნიშნული ხელშეკრულების მიხედვით, ბანკი კომპანიას პროექტის ფინანსირებისთვის გამოუყოფს 24 000 000 აშშ დოლარს.

ლოტი 1 ტენდერში გამარჯვებულად გამოცხადდა ქარის ენერგიის ინდუსტრიაში ერთ- ერთი წამყვანი კომპანია „VESTAS BENELUX B.V”, რომელიც კომპანიას მოაწვდი ექვს ტურბინას თითოელი დადგმული სიმძლავრით 3.45 მეგავატი.

ლოტი 2 ტენდერში გამარჯვებულად გამოცხადდა ჩინური კომპანია China Nuclear Industry 23 Construction Co., LTD.

სამუშაოების დაწყების სავარაუდო პერიოდია 2016 წლის მარტი, ხოლო მშენებლობის დასრულება დაგეგმილია 2016 წლის სექტემბრის თვეში.

ქარის ელექტროსადგური „ქართლი“ მისი სპეციფიკიდან და მახასიათებლებიდან გამომდინარე, შესაძლებელოა მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო სადგურად დასახელდეს.

Calendar

სექტემბერი 2017
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
« აგვ    
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930  

მულტიმედია