ყვირილა ჰესი

ყვირილა ჰესის მშენებლობა გათვალისწინებულია საჩხერის მუნიციპალიტეტში, მდინარე ყვირილაზე, სოფ. ჭალასა და სოფ. ჯრიას შორის

yvirilaa

2015 წლის 15 იანვარს სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდმა“ გამოაცხადა ინვესტორის შერჩევა, ერთობლივ საწარმოს დაფუძნებისთვის ყვირილა ჰესის განვითარებისა და მშენებლობის მიზნით. აღნიშნული ჰესის პროექტი მდებარეობს მდინარე ყვირილაზე და მათი ჯამური დადგმული სიმძლავრეა 6,6 მგვტ. გამარჯვებულად გამოვლინდა სს „ჰიდროკაპიტალი“

ერთობლივ საწარმოში სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდმა” განახორციელა არაფულადი შენატანი ყვირილა ჰესის ურთიერთგაგების მემორანდუმის და პირველადი ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის სახით, რომელიც მოიცავდა ენერგეტიკულ კალულაციებს, პირველად სქემას, წანასწარ გარემოზე ზემოქმედების შესწავლას, წინასწარ გეოლოგიას და ხარჯთაღრიცხვას. შპს „ყვირილა ჰესში“ წილები გადანაწილდა შენატანების პროპორციულად,  80% მფლობრლია  სს „ჰიდროკაპიტალი“ ხოლო 20% სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი“

2015 წლის განმავლობაში შ.პ.ს “ყვირილა ჰესი” საჩხერის მუნიციპალიტეტში მდინარე ყვირილაზე, სოფელ ჯრიასა და დარყაში ახორციელებბა ჰიდროელექტროსადგურის ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის საკითხების შესწავლას. ჩატარებულია ტოპოგრაფიული კვლევა და მომზადებულია შესაბამისი რუკები. ნაწილობრივ დასრულებულია დეტალური გეოლოგიური და გეოფიზიკური კვლევები. 2015 წლის დეკემბრის მდომარეობით ყველა სახის სამუშაო დროებით შეჩერებულია.

2016 წლის 28 იანვარს გაფორმდა შეტანხმება საქართველოს მთავრობასა და სს „სქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდს“ (2015 წლის 7 ივლისის შეთანხმების საფუძვლზე, შპს „ყვირილა ჰესი“) შორის 2014 წლის 22 სექტემბერს დადებულ ურთიერთგაგების მემორანდუმში ცვლილების შეტანის თაობაზე. რის შედეგადაც შეიცვალა ტექნიკურ-ეკონომიკური კვევის მომზადების ვადები.

2016 წლის მეოთხე კვარტალში იგეგმება სამუშაოების გაგრძელება.

yvii

 

 

კატეგორია პორტფოლიო, ჰიდრო

Calendar

ოქტომბერი 2017
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
« აგვ    
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  

მულტიმედია