შეხვედრა “GREDA”-ს წარმომადგენლებთან

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩიქოვანი და „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ დირექტორის თორნიკე რიჟვაძე “საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის” (GREDA) წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე ისაუბრეს ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებზე. ასევე, განხილული იქნა სამინისტროსა და ასოციაციას შორის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები. “საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაცია”, საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID)-ის პროექტის „მმართველობა განვითარებისათვის“ (G4G)-ის აქტიური მხარდაჭერით მიმდინარე წლის 8 დეკემბერს დაფუძნდა. ასოციაციაში გაერთიანებულია ენერგეტიკის ფეროში მოღვაწე 15 კერძო კომპანია და მისი ძირითადი მიზნებია:

•განახლებადი ენერგიის სექტორში საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება

•განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარების პოპულარიზაცია

•ელექტროენერგიის ბაზრის განვითარება

•კონკურენტული, გამჭვირვალე და სამართლიანი, ელექტროენერგიის ბაზრის წესების შემუშავების ხელშეწყობა

•დარგის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება

•ქვეყნის ენერგეტიკული პოლიტიკის და სტრატეგიის ასევე, დარგის ტექნიკური სტანდარტებისა და რეგლამენტების შემუშავებისა და დანერგვის პროცესში მონაწილეობის მიღება

26145234_10156878648044256_254819161_o 26177490_10156878648064256_472230348_o 26178027_10156878648049256_59591727_o

კატეგორია Uncategorized

Calendar

იანვარი 2018
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
« დეკ    
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  

მულტიმედია