ხელმოწერილია ურთიერთგაგების მემორანდუმი სს „ბი ჯი კაპიტალთან“

მიმდინარე წელს სს „საქართველოს ბანკთან“ მიმდინარეობდა მოლაპარაკებები 6 ჰესის განვითარების კუთხით თანამშრომლობაზე, ჯამური სიმძლავრით 150 მგვტ. ხელმოწერილია ურთიერთგაგების მემორანდუმი, სადაც გამოხატულია თანამშრომლობის ძირითადი პირობები. ხელი მოეწერა საპარტნიორო შეთანხმებას და დაფუძნდა ერთობლივი საწარმო (სს „გეოჰიდრო“) სს „საქართველოს ბანკის“ აფილირებულ კომპანიასთან. ერთობლივი კომპანია გააფორმებს მემორანდუმს სახელმწიფოსთან და დაიწყებს ექვსი ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განვითარებას. პროექტი შედგება ორი ნაწილისაგან: 1. ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება და 2. მშენებლობა და ექსპლუატაციაში გაშვება. ერთობლივ საწარმოში სს „საქართველოს ბანკის“ ან მასთან აფილირებული ფონდის წილი არის 85%, ხოლო ფონდის 15%.

კატეგორია პორტფოლიო, პრეს-ცენტრი, პრესრელიზები, ჰიდრო

Calendar

იანვარი 2018
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
« დეკ    
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  

მულტიმედია