12 ივნისს გამართული საკონსულტაციო შეხვედრა

2014 წლის 12 ივნისს გაიმართა საკონსულტაციო შეხვედრა # T-GEDF-001 ტენდერთან დაკავშირებით. ტენდერი გამოცხადდა 30 აპრილს ბუნებრივ აირზე მომუშავე 500 მეგავატი სიმძლავტრის თბო ელექტრო სადგურისათვის საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვაზე. შეხვედრაზე წარმოდგენილნი იყვნენ ტენდერში მონაწილეობით დაინტერესებული რამდენიმე კომპანიის წარმომადგენლები. საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდმა წარადგინა ფონდის პორტფელი და საქმიანობა, მოკლედ გააცნო დამსწრეებს პროექტის შესახებ იფორმაცია და სატენდერო დოკუმენტაციის კონცეფცია. ქვემოთ შესაძლებელია წარდგენილი საპრეზენტაციო მასალის გადმოწერა. პრეზენტაცია გაგრძელდა კითხვა-პასუხის რეჟიმით. ქვემოთ ჩამოთვლილია უმეტესობა მნიშვნელოვანი საკითხებისა, რომელიც განხილულ იქნა შეხვედრაზე, შესაბამისი დაზუსტებებით.
სატენდერო დოკუმენტაციის ენა:
სატენდერო შეთავაზებები, ისევე როგორც ყველა მიმოწერა და დოკუმენტაცია, რომელთა გაცვლაც მოხდება შემსყიდველსა და პრეტენდენტს შორის შესაძლოა მოწოდებულ იქნეს ქართულ, ინგლისურ ან რუსულ ენაზე. იმ შემთხვევაში თუ დოკუმენტები მოწოდებული იქნება სხვა ენაზე გარდა ქართულისა (ინგლისური ან რუსული) მას უნდა ერთვოდეს შესაბამისი წესით დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე.

საკვალიფიკაციო ინფორმაცია შესაძლოა მოწოდებულ იქნეს ინგლისურ ენაზე, მაგრამ უნდა იყოს დამოწმებული (აპოსტილით დამტკიცებული, ლეგალიზებული და ა.შ.) ავტორიზებული პირის მიერ. საკვალიფიკაციო ინფორმაციის მოწოდება შესაძლებელია ქართულ ენაზე, მაგრამ არაა სავალდებულო.
შესასრულებელი სამუშაოების ენა:
სამუშაოების მიწოდების ენა ყველა ფაზის შემთხვევაში უნდა იყოს ინგლისური, კომპანიას ევალება მხოლოდ მოკლე მიმოხილვის ქართულ ენაზე მოწოდება.
საერთო შემოთავაზებები:
მონაწილეებს აქვთ შესაძლებლობა ერთობლივად წარმოადგინონ დოკუმენტები კონსორციუმის ან რაიმე გაერთიანების სახით. ამ შემთხვევაში წარმოდგენილ უნდა იქნეს მხარეებს შორის უფლება-მოვალეობების და ვალდებულებების განაწილების შესაბამისი დოკუმენტი. მხარეებს უნდა ჰქონდეთ სოლიდარული პასუხისმგებლობა ან დაზუსტებული უნდა იქნეს მთავარი პარტნიორი. საკვალიფიკაციო კრიტერიუმები შევსებულ უნდა იქნეს კონსორციუმის/ერთობლივი საწარმოს მიერ და არა თითოეული კონსორციუმის/ერთობლივი საწარმოს წევრის მიერ ცალ-ცალკე.

შეფასების კრიტერიუმი:
სახელმწიფო შესყიდვების კანონის მიხედვით, სატენდერო კომისია შეამოწმებს ყველა კანდიდატის კვალიფიკაციას და მათ შორის ვინც დააკმაყოფილებს ტენდერის მოთხოვნებს, შერჩევა მოხდება ფასის მიხედვით. იმ შემთხვევაში, თუ შეთავაზება იქნება თანაბარი, გადამწყვეტი მნიშვნელობა მიენიჭება სხვა კრიტერიუმებსაც, როგორიცაა ფასების დაყოფას ფაზების მიხედვით (პირველ ფაზებზე უფრო დაბალი ფასი იქნება პრიორიტეტული), მოწოდებული საქმიანობის განრიგს, წამყვანი პარტნიორის გამოცდილებას და ა.შ.
დაყოფა ფაზების მიხედვით:
ყოველი ფაზის ფასი, რომელიც წარმოდგენილია სატენდერო დოკუმენტაციაში არის მაქსიმალური ზღვარი და კანდიდატებმა არ უნდა გააკეთონ უფრო მაღალი ფასის შეთავაზება. შეფასების კრიტერიუმია ყველა ფაზის ჯამური თანხა, მაგრამ ყოველი სახის გადახდა, მათ შორის წინასწარი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), შესრულებული იქნება ფაზების მიხედვით. სამუშაოები ყოველ შემდეგ ფაზაზე უნდა დაიწყოს მას შემდეგ, რაც მიღებული იქნება სპეციალური ბრძანება. ფონდი სამუშაოებს ჩაიბარებს ფაზების მიხედვით.
პროექტის მთლიანი სიმძლავრე:
როგორც აღნიშნულია სატენდერო დოკუმენტაციაში, 500 მეგავატიანი პროექტის აშენება დაგეგმილია ორ ფაზად, წინასწარი თითოეული 250 მეგავატი სიმძლავრის. ფაზების ყველაზე ეფექტური კომბინაციის, მათი სიმძლავრის და მშენებლობის გეგმის შემოთავაზება წარმოდგენილი უნდა იქნეს პირველი ორი ფაზის განმავლობაში. პირველი ორი ფაზიდან მიღებული მონაცემების მიუხედავად, სამუშაოები შემდეგ ფაზებზე შესრულებული უნდა იქნეს 500 მეგავატიანი პროექტისთვის, შესაბამისად, შეთავაზებები საკონსულტაციო სერვისზე მოწოდებულ უნდა იქნეს 500 მეგავატიანი სიმძლავრის პროექტისთვის.
მოთხოვნები ადგილობრივი ოფისისთვის:
გამარჯვებულ კომპანიას არ აქვს ვალდებულება ჰქონდეს ადგილობრივი ოფისი. სამუშაოების ნაწილი, განსაკუთრებით პირველი ფაზების, შესაძლოა შესრულებული იქნეს ნებისმიერი ოფისიდან. აგრეთვე, არ არსებობს არავითარი შეზღუდვა თანხის გადარიცხვასთან დაკავშირებით. გადარიცხვები შესრულდება ნებისმიერ ანგარიშზე ნებისმიერ ქვეყანაში, რომელიც მითითებული იქნება კონტრაქტში.
მშენებლობის მეთოდები:
ამჟამად საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი განიხილავს მშენებლობის EPC სამშენებლო კონტრაქტის მიდგომას.
ფინანსური მოდელი:
პროექტის ფინანსური მოდელი ფორმულირებული უნდა იქნეს კონსულტანტი კომპანიის მიერ.
ნებართვები ( სამშენებლო ნებართვა, გარემოს ნებართვა):
ტექნიკური დოკუმენტაციები, რომელიც საჭიროა სამშენებლო ნებართვის, გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის ჩათვლით უნდა მომზადდეს კონსულტანტი კომპანიის მიერ, მაგრამ პასუხისმგებლობას ყველა სხვა სახის ადმინისტრაციულ პროცედურაზე იღებს საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი. სპეციალური მოთხოვნები ადგილობრივ ქვეკონტრაქტორებთან დაკავშირებით არ არსებობს (გზშ-ს ჩათვლით), მაგრამ დოკუმენტები უნდა აკმაყოფილებდნენ როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო სტანდარტებს.
ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების ანგარიში:
ანგარიში მომზადებული უნდა იქნეს საკონსულტაციო კომპანიის მიერ. წინასწარი გზშ შეტანილია მეორე ფაზის ანგარიშებში, ხოლო სრული გზშ – მესამე ფაზაში. რეპორტი უნდა აკმაყოფილებდეს საერთაშორისო და ადგილობრივ სტანდარტს. არ არსებობს სპეციალური მოთხოვნა ადგილობრივ ქვეკონტრატორებთან და თანამშრომლებთან დაკავშირებით.

CCGT- GEDF

იხილეთ რუქა

http://energy.gov.ge/energy.php?lang=geo&id_pages=61

კატეგორია პრეს-ცენტრი, პრესრელიზები

Calendar

იანვარი 2018
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
« დეკ    
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  

მულტიმედია