24 ივნისს გამართული საკონსულტაციო შეხვედრა

პროექტის სიდიდე კონსულტანტის ჭრილში:

ყველა სამუშაო შესრულებული უნდა იქნეს 500 მეგავატიანი სიმძლავრის თბო სადგურისთვის. მიუხედავად იმისა რომ თბო სადგურის აშენება დაგეგმილია ორი ფაზის სახით, კონსულტანტმა ყველა სამუშაო უნდა შეასრულოს მთლიან პროექტზე( მოიცავს ორივე ფაზას).

შეფასების  კრიტერიუმი:
სახელმწიფო შესყიდვების კანონის მიხედვით, სატენდერო კომისია შეამოწმებს ყველა კანდიდატის კვალიფიკაციას და მათ შორის ვინც დააკმაყოფილებს ტენდერის მოთხოვნებს, შერჩევა მოხდება ფასის მიხედვით. იმ შემთხვევაში, თუ შეთავაზება იქნება თანაბარი, გადამწყვეტი მნიშვნელობა მიენიჭება სხვა კრიტერიუმებსაც, როგორიცაა ფასების დაყოფას ფაზების მიხედვით (პირველ ფაზებზე უფრო დაბალი ფასი იქნება პრიორიტეტული), მოწოდებული საქმიანობის განრიგს, წამყვანი პარტნიორის გამოცდილებას და ა.შ.

საერთო შემოთავაზებები:
მონაწილეებს აქვთ შესაძლებლობა ერთობლივად წარმოადგინონ დოკუმენტები კონსორციუმის ან რაიმე გაერთიანების სახით. ამ შემთხვევაში წარმოდგენილ უნდა იქნეს მხარეებს შორის უფლება-მოვალეობების და ვალდებულებების განაწილების შესაბამისი დოკუმენტი. მხარეებს უნდა ჰქონდეთ სოლიდარული პასუხისმგებლობა ან დაზუსტებული უნდა იქნეს მთავარი პარტნიორი. საკვალიფიკაციო კრიტერიუმები შევსებულ უნდა იქნეს კონსორციუმის/ერთობლივი საწარმოს მიერ და არა თითოეული კონსორციუმის/ერთობლივი საწარმოს წევრის მიერ ცალ-ცალკე.

კავშირი სხვა თბო სადგურებთან:

არავითარი კავშირი ტენდერით გამოცხადებულ 500 მეგავატიან თბო სადგურსა და სხვა არსებულ ან მშენებარე თბო სადგურებს შორის არ არსებობს. 500 მეგავატიანი თბო სადგური სრულიად ახალი პროექტია.

არსებული კვლევები:

ამ არეალისთვის გარკვეული კვლევები უკვე მოიპოვება. ფონდი ძალისხმევას არ დაიშურებს დაეხმაროს კონსულტანტს ინფორმაციის შეგროვებაში და შესაბამისი მხარეების მოძიებაში. ყველა არსებული და მშენებლობაში მყოფი თბო სადგური განლაგებულია ამ ტერიტორიაზე(გარდაბანში) და თუ გაზიარებული იქნება არსებული კვლევები, ეს ინფორმაცია სასრგებლო იქნება კონსულტანტისთვის.

სპეციალური მოთხოვნები:

შესრულებული სამუშაო უნდა ემთხვეოდეს საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მოთხოვნებს.

ცვლილებები სატენდერო დოკუმენტაციაში:

მიუხედავად იმისა რომ ფონდს აქვს უფლება 27 ივნისამდე განახორციელოს ცვლილებები სატენდერო დოკუმენტაციაში, ფონდი ირწმუნება რომ არავითარი ცვლილება სატენდერო დოკუმენტაციაში დაგეგმილი არ არის.

დოკუმენტაციის მოწოდება:

კომპანიამ უნდა მიაწოდოს ფონდს დოკუმენტები ერთად. არ მოითხოვება დოკუმენტების სპეციფიური დაყოფა.

 

კატეგორია პრეს-ცენტრი, პრესრელიზები

Calendar

იანვარი 2018
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
« დეკ    
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  

მულტიმედია