კომპანიის შესახებ

ს.ს. საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი დაარსდა 2010 წლის 13 დეკემბერს მისი  აქციების 100%-ის  მფობელია სახელმწიფო. საზოგადოება დაფუძნებულია საქართველოს მთავრობის 2010 წლის 08 დეკემბრის #1564 განკარგულების, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 10.12.2010 წლის #1-1/1950 ბრძანების საფუძველზე. 

2012 წლის სექტემბერს, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის გადაწყვეტილებით განხორციელდა „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“-ის და „მწვანე ენერგიის განვითარების კომპანია“-ის შერწყმა, რის შედეგადაც განხორციელდა ამ კომპანიის ლიკვიდაცია, ხოლო მისი უფლებამონაცვლე გახდა სს „ენერგეტიკის განვითარების ფონდი“

ს.ს. საქართველოს მწვანე ენერგიის განვითარების კომპანია, შემდგომში GGEDC წარმოადგენდა საქართველოში 2011 წლის 04 აპრილს რეგისტრირებულ სააქციო საზოგადოებას, რომლის დაფუძნებისას აქციების 100%-ის   მფლობელი იყო  შპს ,,საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია’’. კაპიტალი განისაზღვრა 10 მილიონი ლარით. საზოგადოებას განესაზღვრა სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობა 3 წევრით.   დირექტორად დაინიშნა აკაკი კვანტალიანი. წესდების თანახმად საზოგადოების საქმიანობას წარმოადგენდა: ჰიდრო ელექტროსადგურებისა და სხვა განახლებადი ენერგიის წყაროებზე მომუშავე ელექტროსადგურების ასევე ელექტროგადამცემი ხაზების დაპროექტება, მშენებლობა, რეაბილიტაცია და ოპერირება, ინვესტიციების მოზიდვა ენერგეტიკის სფეროში, ელექტროენერგიის გადაცემა და ყიდვა–გაყიდვა.