შპს „ქართლის ქარის ელექტროსადგური“ აცხადებს ბაზრის კვლევას საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვაზე

6new

შპს „ქართლის ქარის ელექტროსადგური“ აცხადებს ბაზრის კვლევას საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვაზე, რომელიც გულისხმობს კონსულტაციას შპს „ქართლის ქარის ელექტროსადგურის“ (შემდგომში: „საზოგადოება“) რეორგანიზაციისა და „საზოგადოებაში“ სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდისა“ და სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ (შემდგომში ერთობლივად მოხსენიებული როგორც „პარტნიორები“) კუთვნილი აქციების პირველადი საჯარო შემოთავაზების პროცესთან დაკავშირებით. გთხოვთ, არაუგვიანეს 2017 წლის 25 აგვისტოს წარმოადგინოთ თქვენი შემოთავაზებები

ქართლის ქარის ელექტროსადგურმა ივნისში 8 762 000 კილოვატ საათი გამოიმუშავა

DJI_0009hfdhgfh

ქართლის ქარის ელექტროსადგურის მიერ  მიმდინარე წლის ივნისის თვეში  წარმოებულმა და მიწოდებულმა ელექტრო გენერაციამ 8 762 000 კილოვატ საათი შეადგინა, რაც  1 562 000 კილოვატ საათით აღემატება ივნისის თვის პროგნოზს. ამასთანავე სადგურის მიერ ჩართვის დღიდან გამომუშავებული და მიწოდებული ელექტრო ენერგია შეადგენს 53 600 000 კილოვატ საათს.

ქართლის ქარის ელექტროსადგურის აქციები საქართველოს საფონდო ბირჟაზე განთავსდება

Untitled-1

ქართლის ქარის ელექტროსადგური 2016 წლის განახლებადი ენერგიის პროექტების საუკეთესო გარიგებად დასახელდა EMEA Finance-ს მიერ

18425657_1902313116649265_1592135958_n

ქართლის ქარის ელექტროსადგური 2016 წლის განახლებადი ენერგიის პროექტების საუკეთესო გარიგებად დასახელდა EMEA Finance-ს მიერ. EMEA Finance (Europe, Middle East and Africa Finance) არის საერთაშორისო დონის ფინანსური ჟურნალი, რომელიც ყოველწლიურად იკვლევს და ასახელებს საუკეთესო გარიგებებს ევროპის, შუა აღმოსავლეთის და აფრიკის ქვეყნებში ფინანსურ ინსტიტუტების, მიმწოდებლებსა და შემსყიდველებს შორის ურთიერთობებს. იხ. ბმული: goo.gl/Xw3yrB

ქართლის ქარის ელექტროსადგურმა აპრილში 9 412 000 კილოვატ საათი გამოიმუშავა

DSC_6601 (1)

ქართლის ქარის ელექტროსადგურის მიერ  მიმდინარე წლის აპრილის თვეში  წარმოებულმა და მიწოდებულმა ელექტრო გენერაციამ 9 412 000 კილოვატ საათი შეადგინა, რაც 2 012 000 კილოვატ საათით აღემატება  აპრილის თვის პროგნოზს. შეგახსენებთ რომ ქართლის ქარის ელექტროსადგური სატესტო რეჟიმიდან 27 იანვარს მოიხსნა და მოქმედებს როგორც კვალიფიციური საწარმო. ამასთანავე სადგურის მიერ ჩართვის დღიდან გამომუშავებული და მიწოდებული ელექტრო ენერგია შეადგენს 39 700

სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი“ აცხადებს ინვესტორის შერჩევას ზესტაფონის ქარის ელექტროსადგურის პროექტის განხორციელების შესახებ

unnamed

  სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი“ გეგმავს ინვესტორის მოძიებას, რომელთან ერთადაც დააფუძნებს საერთო საწარმოს ზესტაფონის ქარის ელექტროსადგურის პროექტის განვითარებისა და  მშენებლობის მიზნით. აღნიშნული ქარის ელექტროსადგურის საპროექტო არეალი მდებარეობს საქართველოში, იმერეთის რეგიონში, ქ. ზესტაფონის მიმდებარე ტერიტორიაზე და მისი სავარაუდო დადგმული სიმძლავრეა 150 მგვტ. დაინტერესებულ პირებს აქვთ შესაძლებლობა გამოხატონ ინტერესი და წარადგინონ სატენდერო დოკუმენტაცია არაუგვიანეს 2017 წლის

ქართლის ქარის ელექტროსადგური

  საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის და საქართველოს ნავთობის და გაზის კორპორაციის შვილობილი კომპანია შპს “ქართლის ქარის ელექტროსადგური“ 2016 წელს ახორციელებს შიდა ქართლის რეგიონში, გორის და ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, გორის ტელერადიო ანძის მიმდებარედ, საქართველოში ქარის პირველი ელექტროსადგურის „ქართლის“ მშენებლობას, ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე 20.7 მეგავატია, ხოლო გამომუშავებული 88 მლნ. კვტ/საათი. აღნიშნულ პროექტზე მუშაობა სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების

ცენტრალური ქარის ელექტროსადგური

    „ჩალიკ ჯორჯია ვინდ“ წარმოადგენს თურქული კომპანია Calik Enerji Sanayi ve Ticaret A.S. და ქართული კომპანია სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ ერთობლივ საწარმოს, რომელიც დაარსდა 2015 წლის 23 ივლისს. „ჩალიკ ჯორჯია ვინდ“-ის ძალებით იგეგმება ქარის ელექტროსადგურის მშენებლობა იმერეთის რეგიონში, საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.       პროექტი ითვალისწინებს 150 მვტ. სიმძლავრის ფარგლებში, ქარის ელექტრო სადგურის მოწყობას.

ნიგოზა ქარის ელექტროსადგური

„ჩალიკ ჯორჯია ვინდ“ წარმოადგენს თურქული კომპანია Calik Enerji Sanayi ve Ticaret A.S. და ქართული კომპანია სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ ერთობლივ საწარმოს, რომელიც დაარსდა 2015 წლის 23 ივლისს. „ჩალიკ ჯორჯია ვინდ“-ის ძალებით იგეგმება ქარის ელექტროსადგურის მშენებლობა შიდა ქართლის რეგიონში, სოფელ ნიგოზასთან, რომელიც მდებარეობს გორიდან 15 კმ-ის მოშორებით.     პროექტი ითვალისწინებს 50 მვტ. სიმძლავრის ფარგლებში,

Calendar

სექტემბერი 2017
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
« აგვ    
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930  

მულტიმედია