სტატუსი-დასრულებული | ბუნებრივ აირზე მომუშავე 500 მეგავატი დადგმული სიმძლავრის თბო ელექტრო სადგურთან დაკავშირებით საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვაზე გამოცხადებული ტენდერის პირობებში კონსულტაციების გამართვა.

111111

სს „საქართველოს ენეგეტიკის განვითარების ფონდი“  ა/წ 12  და 24 ივნისს აცხადებს კონსულტაციების დღეს  ყველა დაინტერესებულ პირისთვის, რომლსაც სურს ბუნებრივ აირზე  მომუშავე 500 მეგავატი დადგმული სიმძლავრის თბო ელექტრო სადგურთან დაკავშირებით საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვაზე გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობა. სამუშაო შეხვედრის პირობებში განხილული იქნება ყველა ის საკითხი, რაც დაკავშირებულია სატენდერო დოკუმენტაციასთან. შეხვედრა გაიმართება კითხვა პასუხის რეჟიმში. ყველა დაინტერესებულ პრეტენდენტს

შეხვედრა ჩინეთის ინდუსტრიულ და კომერციულ ბანკსა და სინჰიდროსთან

22 მაისს გაიმართა შეხვედრა საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის, ჩინეთის ინდუსტრიულ და კომერციულ ბანკსა და სინჰიდროს შორის. ჩინეთის ინდუსტრიული და კომერციული ბანკი არის ყველაზე დიდი ბანკი მსოფლიოში საერთო აქტივების და ბაზრის კაპიტალიზაციის რაოდენობით. ის მიეკუთვნება დიდ ოთხეულს ჩინეთის სახელმწიფო საკუთრებაში შემავალ კომერციულ ბანკებს შორის. 2013 წელს ფორბსის თანახმად ბანკმა მოიპოვა პირველი ადგილი  მსოფლიოს უდიდეს საჯარო კომპანიებს

შეხვედრა საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდსა და IC ჯგუფს შორის

22 მაისს გაიმართა შეხვედრა საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდსა და IC ჯგუფს შორის. IC Clean Energy Solutions Gesmbh  არის ავსტრიული კომპანია, რომელიც მოღვაწეობს სამშენებლო, ჰიდრო და განახლებადი ენერგიის დარგებში. ფონდის დირექტორმა გააცნო ჯგუფის წარმომადგენლებს მომავალი პროექტები. კომპანიის მმართველმა მენეჯერმა გამოხატა დაინტერესება არსებული პროექტებით. ფონდისა და ჯგუფის წარმომადგენლები შეთანხმდმნენ თანამშრომლობაზე ახლო მომავალში.

საქართველოში ქარის რამდენიმე ელექტროსადგურის მშენებლობა იწყება

ამერიკელი და ქართველი ბიზნესმენები ფსონს ალტერნატიულ ენერგიაზე დებენ. თურქული წარმოშობის ამერიკელი ინვესტორები პირველი უცხოელი ინვესტორები აღმოჩნდნენ, ვინც საქართველოში ქარის ენერგიის ძალა ირწმუნეს და მასშტაბური ელექტროსადგურების მშენებლობაში ფულის ჩადება გადაწყვიტეს. უკვე პირველი მილიონი დოლარიც გადმორიცხეს და ადგილობრივ პარტნიორთან –საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდთან პროექტის დეტალებს ათანხმებენ.

ქარის პირველი ელექტროსადგური

dddddd

2015 წლის ზაფხულისთვის საქართველოში ქარის პირველი ელექტროსადგური ამოქმედდება. ის გორის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდება. პროექტს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი“ განახორციელებს. ქვეყანაში პირველი ქარის სადგურის სიმძლავრე 20 მეგავატამდე იქნება. საინვესტიციო ღირებულება კი 24-დან 26 მლნ დოლარამდე მერყეობს. როგორც ფონდში განმარტავენ, პროექტის განსახორციელებლად საჭირო მნიშვნელოვან ფინანსურ რესურსს თავად პროექტი „ქარის ელექტროსადგური“ ბანკებიდან სესხის სახით აიღებს. ხოლო საინვესტიციო ღირებულების

ინფორმაცია ინტერესის გამოხატვის შესახებ

anZa-300x225

გორის ქარის ელექტროსადგურის პროექტის განსახორციელებლად მიმდინარე წლის ივნისში სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი“ (GEDF) გამოაცხადებს ინტერესთა გამოხატვას . ინტერესთა გამოხატვის გამოცხადებამდე ფონდი დაინტერესებულ ინვესტორებს აძლევს შესაძლებლობას გაეცნონ პროექტის შინაარსს. პროექტი ითვალისწინებს საქართველოში ქარის პირველი ელექტროსადგურის მშენებლობას. ადგილზე დამონტაჟებულ 80 მეტრის სიგრძის მეტეოროლოგიური ანძის მიერ მიღებულმა ინფორმაციებმა აჩვენა, რომ აღნიშნულ ადგილზე ქარის სიმძლავრე ელექტროსადგურის მშენებლობისთვის საკმარისია.

ფონდმა მონაწილეობა მიიღო Inogate-ის ორგანიზებულ საერთაშორისო განახლებადი ენერგიების ფორუმში

ფონდი დირექტორმა გიორგი ბეჟუაშვილმა წარადგინა საქართველოს ენერგო სექტორში ინვესტიციების შესახებ პრეზენტაცია ბელარუსიაში გამართულ საერთაშორისო განახლებადი ენერგიების ფორუმზე, რომელიც განხორციელებული იყო ინოგეიტის მხარდაჭერით. 80 -ზე მეტი უცხოელი ინვესტორი, პროექტების განმავითარებელი კომპანიები, კანონმდებლები და სხვა დაინტერესებული პირები ღებულობდნენ მონაწილეობას საერთაშორისო ფორუმში “ინვესტიცია განახლებად ენერგიებში ენერგეტიკის მდგრადი განვითარებისთვის”. ფორუმი ორგანიზებულ იქნა ინოგეიტის ტექნიკური სეკრეტარიატის, აგრეთვე ბელარუსიის მეცნიერებისა და

გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების მიერ ორგანიზებული 26-ე ფორუმი

Capture

დღეს, 17 აპრილს,  გოეთეს ინსტიტუტში გაიმართა გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების მიერ ორგანიზებული 26 ფორუმი, რომელიც შეეხებოდა საქართველოში არსებული ფონდების მუშაობას. აღნიშნულ ფორუმში მონაწილეობა მიიღო სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი“-ს დირექტორმა, გიორგი ბეჟუაშვილმა, რომელმაც წარადგინა ფონდის საქმიანობა, მუშაობის პრინციპები და მიმდინარე პროექტები.

ხელმოწერილია ურთიერთგაგების მემორანდუმი სს „ბი ჯი კაპიტალთან“

მიმდინარე წელს სს „საქართველოს ბანკთან“ მიმდინარეობდა მოლაპარაკებები 6 ჰესის განვითარების კუთხით თანამშრომლობაზე, ჯამური სიმძლავრით 150 მგვტ. ხელმოწერილია ურთიერთგაგების მემორანდუმი, სადაც გამოხატულია თანამშრომლობის ძირითადი პირობები. ხელი მოეწერა საპარტნიორო შეთანხმებას და დაფუძნდა ერთობლივი საწარმო (სს „გეოჰიდრო“) სს „საქართველოს ბანკის“ აფილირებულ კომპანიასთან. ერთობლივი კომპანია გააფორმებს მემორანდუმს სახელმწიფოსთან და დაიწყებს ექვსი ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განვითარებას. პროექტი შედგება ორი ნაწილისაგან: 1.

“ენერგეტიკის განვითარების ფონდი” ამერიკულ კომპანიასთან ერთად ქარისა და მზის ელექტროსადგურებს განავითარებს

საქართველოში ახალი კომპანია შეიქმნება, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით 400 მგვტ-მდე ქარისა და მზის პოტენციური ელექტროსადგურების კვლევა-განვითარებას განახორციელებს. ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე და ამერიკული კომპანიის – “აელუს აპოლო ალტო ენერჯის” დირექტორი, მუკემელ სარიმსაკჩი დღეს სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასში” თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს მოაწერენ ხელს. ინვესტორი და სამინისტროს შვილობილი კომპანია “საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის” დირექტორი, გიორგი ბეჟუაშვილი პარტნიორობის

Calendar

იანვარი 2018
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
« დეკ    
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  

მულტიმედია