ინვესტორის გვერდი

პარტნიორობა/თანამონაწილეობა

• GEDF მზადაა სანდო და დაინტერესებულ პარტნიორთან განახლებად ენერგეტიკულ პროექტებში თანამშომლობისთვის.

• პროექტები შესაძლოა ინიცირებულ იქნას ორივე დაინტერესებული მხარისაგან (ინვესტორის ან/და GEDF-ის მხრიდან).

• GEDF და პარტნიორი ქმნიან ერთობლივ საწარმოს შემდგომი განვითარებისთვის

• GEDF-ის სტრატეგიაა იყოს უმცირესი წილის მფლობელი ერთობლივ საწარმოში, უმჯობესია კომპანიის საკუთარი კაპიტალის 30%-მდე წილის, ან მთლიანი საინვესტიციო ღირებულების 10%-მდე

• ფონდის შენატანი შეიძლება იყოს როგორც ფულადი რესურსი, ასევე არაფულადი შენატანი პროექტის ან სხვა რაიმე აქტივის ან მომსახურების სახით

• GEDF-ს უნდა ჰქონდეს საწარმოს დატოვების უფლება გარკვეულ ეტაპზე, უმეტეს შემთხვევაში მოსამზადებელი სამუშაოების დასრულების შემდეგ მომსახურების ხელშეკრულება GEDF-ს შეუძლია ინვესტორს გაუწიოს მომსახურება ენერგო პროექტების განვითარების ნებისმიერი ეტაპისთვის. ძირითადად საინჟინრო, იურიდიული და მმართველობითი მომსახურება შეიძლება მოწოდებულ იქნას ფონდის მიერ, მათ შორის:

  • საინჟინრო მომსახურება პროექტის პირველადი მოკვლევის, წინასწარი დიზაინისა და სხვა სამუშაოების სახით 
  • სამშენებლო ნებართვისთვის საჭირო პროცედურების გავლა, ძირითადად მიწათმფლობელობის გარკვევასა და სხვა იურიდიულ და ადმინისტრაციულ საკითებთან დაკავშირებული საქმიანობა
  • პროექტის მართვის მომსახურებები პროექტის ინიცირების პროცესი ფონდს აქვს განსაზღვრული გარკვეული პროცედურები, რომლის მეშვეობითაც ხდება ამა თუ იმ პროექტის ინიცირება და პარტნიორთან ურთიერთობის განვითარება. მიმართვის წერილი: ინვესტორი წერს მიმართვის წერილს ფონდის დირექტორის სახელზე, რომელშიც განსაზღვრულია:

• პროექტები რომლებშიც მათ სურთ თანამშრომლობა და თანამშრომლობის მათი ხედვა. პროექტების მოძიება შესაძლებელია როგორც ვებ-გვერდზე, ასევე GEDF-ს თან შეხვედრით.

• თუ ინვესტორს/პროექტის განმავითარებელს სურს თავის დაწყებულ პროექტზე თანამშრომლობა, მაშინ პირველ ეტაპზე მოწოდებულ უნდა იქნას პროექტის ძირითადი მახასიათებლები, ხოლო მოგვიანებით უნდა მოხდეს პროექტის წინასწარი ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მოწოდება ფონდისთვის, რათა შესაძლებელი იყოს მისი რენტაბელურობის განსაზღვრა

• ინფორმაცია ინვესტორის შესახებ, მათი საქმიანობა და მათი ხედვა პროექტის განვითარების შესახებ. შეთანხმება კონფიდენციალურობის შესახებ და ინფორმაციის გაცვლის მეთოდები:

• GEDF და ინვესტორი/პროექტის შემსრულებელი ხელს აწერენ შეთანხმებას კონფიდენციალურობის შესახებ და ცვლიან არსებულ ინფორმაციებს კონკრეტული პროექტების შესახებ.

• დაინტერესების შემთხვევაში შესაძლებელია საექსპლუატაციო ადგილის მონახულება და დისკუსია პროექტის განვითარების შესახებ. შეთანხმება:

• ინვესტორი და GEDF იღებენ გადაწყვეტილებას თანამშრომლობის შესახებ და განსაზღვრავენ პროექტს რომლის ფარგლებშიც უნდა ითანამშრომლონ. • ინვესტორი და GEDF ხელს აწერენ შეთანხმებას თანამშრომლობისა და/ან მომსახურეობის შესახებ. შეთანხმების პირობები შესაძლებელია შეიცვალოს პროექტებიდან გამომდინარე.