ინვესტორის გვერდი

დასრულებული | სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი“ აცხადებს კონსულტანტის მოძიებას, ტორზილა ჰესის მშენებლობისათვის საჭირო საპროექტო დოკუმენტაციის დამუშავებაზე, რომელიც მდებარეობს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე

1.ტენდერი ჩატარდება სატენდერო პროცედურებისა და დოკუმენტაციის შესაბამისად, რომელიც თანხვედრაშია შესყიდვების წესებთან.

2. სატენდერო წინადადებების წარმოდგენა უნდა განხორციელდეს 2018 წლის 22 იანვარს 14:00 საათამდე (თბილისის დროით). მის: ბარათაშვილის 8 /მე-4 სართული.

3.შესყიდვის სავარაუდო ღირებულება: 90 000 (ოთხმოცდაათი ათასი ლარი) კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების გარეშე.

4.ტენდერში მონაწილეებმა უნდა წარმოადგინონ სატენდერო დოკუმენტაცია დალუქულ კონვერტში ქვემოთ მითითებული ჩამონათვალის შესაბამისად.

ტენდერის ჩატარების პირობები:

ტენდერი ჩატარდება სატენდერო პროცედურებისა და დოკუმენტაციის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის მიერ სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდისთვის’’ საქონლის და მომსახურების შესყიდვის სპეციალური წესის თანახმად.

ტენდერში მონაწილეებმა უნდა წარმოადგინონ საკვალიფიკაციო დოკუმენტაცია ქვემოთ მითითებული ჩამონათვალის შესაბამისად:

კერძო სამართლის იურიდიული პირებისთვის:

ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრიდან;
ცნობა საჯარო სამართლებრივი შეზღუდვის არარსებობის შესახებ (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ან მსგავსი დაწესებულება);
ტენდერში მონაწილეთა შესახებ ინფორმაცია: მისამართი, ელ-ფოსტა, საიდენტიფიკაციო კოდი, საბანკო რეკვიზიტები, ტელეფონი ან ფაქსი.
საჯარო სამართლის იურიდიული პირებისთვის:

ცნობა საჯარო სამართლებრივი შეზღუდვის არარსებობის შესახებ (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ან მსგავსი დაწესებულება);
ტენდერში მონაწილეთა ინფორმაცია: მისამართი, ელ-ფოსტა, საიდენტიფიკაციო კოდი, საბანკო რეკვიზიტები, ტელეფონი ან ფაქსი;
არარეზიდენტი პირისთვის:

თავისი ქვეყნის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოების მიერ გაცემული, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან ამონაწერის შესატყვისი დოკუმენტი, უცხო ენაზე წარმოდგენილ დოკუმენტს თან უნდა ახლდეს ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე. ამასთან, ასეთ შემთხვევაში, საკვალიფიკაციო დოკუმენტები გაცემული უნდა იყოს ელექტრონულ ტენდერში წინადადების მიღების ეტაპის დაწყებამდე არაუგვიანეს 30 დღისა;
ტენდერში მონაწილეთა ინფორმაცია: მისამართი, ელ-ფოსტა, საიდენტიფიკაციო კოდი, საბანკო რეკვიზიტები, ტელეფონი ან ფაქსი;
წარმომადგენლობისთვის/ფილიალისთვის:

ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან;
ცნობა საჯარო სამართლებრივი შეზღუდვის არარსებობის შესახებ (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ან მსგავსი დაწესებულება);
ტენდერში მონაწილეთა ინფორმაცია: მისამართი, ელ-ფოსტა, საიდენტიფიკაციო კოდი, საბანკო რეკვიზიტები, ტელეფონი ან ფაქსი;
შენიშვნა: ტენდერში მონაწილეებს არ უნდა გააჩნდეთ ქონებაზე საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა.

პრეტენდენტის მიერ ზემოაღნიშნული ადმინისტრაციული ორგანოებიდან წარმოსადგენი საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები გაცემული უნდა იყოს ტენდერში წინადადებების მიღების ეტაპის დაწყების შემდეგ.

წინადადებების წარმოდგენა უნდა მოხდეს ქართულ ან ინგლისურ ენებზე. სატენდერო კომისიის მოთხოვნის შემთხვევაში, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს მოთხოვნილი დოკუმენტაცია ქართულ ენაზე დახურულ კონვერტში შემდეგი მითითებებით:

თუ პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადება თანხვედრაშია ტექნიკურ დავალებასა და სატენდერო დოკუმენტაციასთან, პრეტენდენტი უფლებამოსილია დაამატოს ან და შეცვალოს სატენდერო წინადადების ნებისმიერი ნაწილი, თუ ეს ცვლილება არ ეწინააღმდეგება და არსებითად არ ცვლის ან არ აუარესებს თავდაპირველ სატენდერო წინადადებას, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი არ იქნება განხილული.

მოთხოვნა პრეტენდენტის პერსონალის გამოცდილების შესახებ:

პრეტენდენტმა სატენდერო წინადადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია გუნდის შესახებ ტექნიკური დოკუმენტაციით გათვალისწინებული ტექნიკური დავალების მოთხოვნების შესაბამისად.

ფასწარმოქმნის ადეკვატურობის გაუთვალისწინებლობის დასაბუთება:

ვინაიდან აღნიშნული ტენდერით ხდება ინტელექტუალური მომსახურების შესყიდვა, ხოლო მისი შეფასების კრიტერიუმები და ფასწარმოქმნის დასაბუთების სტანდარტი რთული დასადგენია, სატენდერო კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია არ მოითხოვოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთების დოკუმენტი.

ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია:

შემსყიდველის მხრიდან ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია, საბანკო გარანტია (ხელშეკრულების ღირებულების 5%) რომელიც წარმოდგენილია მიმწოდებლის მიერ გამოყენებული იქნება შემდეგ შემთხვევებში თუ:
ა) მიმწოდებლის მხრიდან მომსახურების გაწევის ვადა ირღვევა 30 (ოცდაათი) კალენდარულ დღეზე მეტი ხნის განმავლობაში.

ბ) მიმწოდებლის მიერ გაწეული მომსახურება არ შეესაბამება წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრულ მოთხოვნებს. აღნიშნულ შემთხვევაში შემსყიდველი საბანკო გარანტიის საფუძველზე უპირობოდ და შეუქცევადად იღებს მთელ გარანტირებულ თანხას (ხელშეკრულების ღირებულების 5%).

შემსყიდველის მხრიდან ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის (საბანკო გარანტიის) გამოყენება არ ათავისუფლებს მიმწოდებელს წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებებისაგან.

ანგარიშსწორების პირობები:

პრეტენდენტმა სატენდერო წინადადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს განაცხადი ავანსის მოთხოვნის შესახებ სახელშეკრულებო ღირებულების არაუმეტეს 15% ოდენობით.

იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ (სატენდერო წინადადებაში) არ იქნება მითითებული ინფორმაცია ავანსის მოთხოვნის შესახებ ჩაითვლება, რომ პრეტენდენტი არ ითხოვს ავანსს და საავანსო თანხა არ იქნება გათვალისწინებული ხელშეკრულებაში.

იმ შემთხვევაში თუ პრეტნდენტის მიერ მოთხოვნილი იქნა საავანსო გადახდა, შემსყიდველი მიმწოდებელს უხდის საავანსო თანხას (,,ხელშეკრულების ღირებულების“ არაუმეტეს 15%-ისა). მიმწოდებლის მხრიდან შესაბამისი ოდენობის საბანკო გარანტიის წარმოდგენის შემთხვევაში, საბანკო გარანტიის წარმოდგენიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში. საბანკო გარანტია ძალაში უნდა იყოს ხელშეკრულების მოქმედების ვადაზე არანაკლებ 30 (ოცდაათი) კალენდარულ დღეზე მეტი ვადით.

რეზიდენტი „მიმწოდებლის“ შემთხვევაში საბანკო გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოში ლიცენზირებული ბანკიდან. საბანკო გარანტია ძალაში უნდა იყოს ხელშეკრულების მოქმედების ვადაზე არანაკლებ 30 კალენდარული დღით მეტი ვადით.

არარეზიდენტი „მიმწოდებლის“ მიერ წარმოდგენილი უნდა იყოს სს ,,თი ბი სიბანკის” (ბანკის კოდი: TBCBGE22) მიერ დამოწმებული საბანკო გარანტია. საბანკო გარანტია ძალაში უნდა იყოს ხელშეკრულების მოქმედების ვადაზე არანაკლებ 30 კალენდარული დღით მეტი ვადით.

პრედენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული წინადადება.

სატენდერო წინადადებები არ იქნება მისაღები შემდეგ შემთხვევებში:

სატენდერო კომისიის მოთხოვნიდან 5 (ხუთი) სამუშაო განმავლობაში პრეტენდენტი ვერ ან არ მიაწოდებს მოთხოვნილ ინფორმაციას წინადადების დაზუსტების თაობაზე;
იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადება ან მონაცემები იქნება ყალბი.
გამოცხადებულ ტენდერში მონაწილე კომპანიებს უფლება აქვთ გაეცნონ სატენდერო დოკუმენტაციას შემსყიდველი ორგანიზაციის მითითებულ ვადაში. ინფორმაცია ხელმისაწვდომია შემსყიდველის ვებ-გვერდზე www.gedf.com.ge.

საკონტაქტო პირი: შესყიდვების მენეჯერი – სოფიო გეგეშიძე. + 995 32 2 18 11 31, ელ-ფოსტა: s.gegeshidze@gedf.com.ge

ტექნიკური დავალება-ტორზილა ჰესი