ინვესტორის გვერდი

სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი“ აცხადებს ტენდერს ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის პროექტის ტექნიკურ–ეკონომიკური დასაბუთების შესახებ ანგარიშის განახლების მიზნით შესაბამისი მომსახურებების შესყიდვაზე

სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი“ აცხადებს ტენდერს ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის პროექტის ტექნიკურ–ეკონომიკური დასაბუთების შესახებ ანგარიშის განახლების მიზნით შესაბამისი მომსახურებების შესყიდვაზე. ხუდონ ჰესი მდებარეობს სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტში და მისი სავარაუდო დადგმული სიმძლავრე 702 მეგავატია.

ტენდერი გაიმართება სატენდერო პროცედურების დაცვით, რომელიც მითითებულია სატენდერო დოკუმენტაციაში.

შესყიდვის სავარაუდო ღირებულება დღგ-ს გარეშე შეადგენს 600 000 ლარს.

სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2018 წლის 20 აპრილი, 18:00 საათი თბილისის დროით, მის: ქ. თბილისი, ბარათაშვილის #8, მე-4 სართული.

გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობის მსურველ კომპანიებს შესაძლებლობა აქვთ გაეცნონ სატენდერო დოკუმენტაციას 

საკონტაქტო პირი: შესყიდვების მენეჯერი – სოფიო გეგეშიძე. ელ-ფოსტა: s.gegeshidze@gedf.com.ge ან უმცროსი იურისტი – გიორგი კაკუშაძე, ელ ფოსტა: g.kakushadze@gedf.com.ge

ოფისის ტელეფონის ნომერი: (+995 32) 2 18 11 31

აღნიშნული ტენდერი ტარდება საქართველოს მთავრობის 2017 წლის 15 დეკემბრის დადგენილება N554 „სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდისათვის“ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“-ით დადგენილი წესით;