ინვესტორის გვერდი

სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი“ აცხადებს ინვესტორის შერჩევას უდაბნოს მზის ელექტროსადგურის პროექტის განხორციელების მიზნით

ინვესტორის შერჩევა
სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი“ გეგმავს ინვესტორის მოძიებას, უდაბნოს მზის ელექტროსადგურის პროექტის განვითარებისა და მშენებლობის მიზნით, რომელსაც გადასცემს შპს „საქართველოს მზის კომპანიის“ საწესდებო კაპიტალში 90%–იან წილს. ელექტროსადგურის საპროექტო არეალი მდებარეობს საქართველოში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, სოფ. უდაბნოს მიმდებარე ტერიტორიაზე და მისი სავარაუდო დადგმული სიმძლავრეა 5 მგვტ.

დაინტერესებულ პირებს აქვთ შესაძლებლობა გამოხატონ ინტერესი და წარადგინონ სატენდერო დოკუმენტაცია არაუგვიანეს 2018 წლის 25 ივნისის 18:00 საათისა.

პროექტის შესახებ:
სოფ. უდაბნოს მიმდებარე ტერიტორიაზე დაგეგმილია მზის ელექტროსადგურის მშენებლობა, რომლის სავარაუდო პარამეტრებია:
სახელწოდება უდაბნოს მზის ელექტროსადგური
ადგილმდებარეობა საქართველო, საგარეჯოს რ-ნი, სოფ. უდაბნო
დადგმული სიმძლავრე 5 მვტ.
წლიური გამომუშავება 6 900 000 კვტ/სთ
პროექტის ღირებულება 4 500 000 აშშ დოლარი

დღეისათვის ამ პროექტისთვის არსებობს ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასთან“ შეთანხმებული გადამცემ ქსელთან მიერთების პროექტი, სატენდერო დოკუმენტაცია EPC კონტრაქტორის შერჩევის მიზნით და სხვა კვლევები.
საერთო საწარმოს გაცხადებული კაპიტალი შეადგენს 3 375 000 ლარს, საიდანაც ფონდის მიერ საწესდებო კაპიტალი შევსებულ იქნება 10%-ის ოდენობით. ინვესტორი ვალდებულია უზრუნველყოს კაპიტალის შევსება მისი წილის პროპორციული შენატანებით, საერთო საწარმოს საჭიროებების შესაბამისად.
ინვესტორთა შერჩევის ტენდერის გამოცხადებასთან ერთად სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი“ აწესებს საპარტნიორო შეთანხმების სტანდარტულ პირობებს (ერთხმად მისაღები გადაწყვეტილებები, წილის ფორმირება, ფონდის წილიდან გამოსვლის ოპციები და სხვ.), რომელიც მოცემულია დანართ N 1-ში.
საპარტნიორო შეთანხმებით გათვალისწინებული სამუშაოების (ფაზა 1) შესრულების უზრუნველყოფის მიზნით გამარჯვებული ინვესტორი ვალდებულია წარმოადგინოს 100 000 ლარის ოდენობის უპირობო და გამოუთხოვი საბანკო გარანტია.
ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა, მიერთების პროექტი და სხვა კვლევები შესაძლოა მოპოვებულ იქნას დაინტერესებული პირის მიერ წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, გაუმჟღავნებლობის შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ.

თანამშრომლობის გეგმა
სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი“ გეგმავს ინვესტორის მოძიებას, რომელსაც გადასცემს შპს „საქართველოს მზის კომპანიის“ 90%–იან წილს, ზემოაღნიშნული ელექტროსადგურის განვითარებისა და მშენებლობის მიზნით.
საპარტნიორო შეთანხმების სტანდარტული პირობები (ერთხმად მისაღები გადაწყვეტილებები, წილის ფორმირება, ფონდის წილიდან გამოსვლის ოპციები და სხვ.) მოცემულია დანართ N 1-ში.

ტენდერის პირობები
ტენდერის მონაწილეების შერჩევის კრიტერიუმია შემოთავაზებული გამოსყიდვისა და მიყიდვის ოფციების საპროცენტო განაკვეთების ოდენობა. შემოთავაზებული გამოსყიდვის ოფციის განაკვეთი არ უნდა იყოს 20%-ზე ნაკლები, ხოლო მიყიდვის ოფციის საპროცენტო განაკვეთი - 15%-ზე ნაკლები. გამოსყიდვის და მიყიდვის ოფციის განაკვეთებს შორის განსხვავება უნდა იყოს მინიმუმ 5%. გამარჯვებულად გამოცხადდება მონაწილე, რომლის მიერ შემოთავაზებული იქნება უმაღლესი განაკვეთი.

გამოსყიდვისა და მიყიდვის ოფციები და მათი მოქმედების პერიოდები განსაზღვრულია დანართ #1-ში – საპარტნიორო შეთანხმების სტანდარტული პირობები. ტენდერის მონაწილის მიერ სატენდერო დოკუმენტაციის შემოტანა ნიშნავს, რომ მონაწილე ეთანხმება დანართი #1-ით განსაზღვრულ სტანდარტულ პირობებს.

თუ სავარაუდო პარტნიორთან საპარტნიორო შეთანხმების რომელიმე პირობაზე, რომელიც არ არის მოცემული სტანდარტულ პირობებში შეთანხმება ვერ მოხერხდა, სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი“ უფლებამოსილია შეწყვიტოს მასთან მოლაპარაკება და შეთანხმება გააფორმოს სხვა სავარაუდო პარტნიორთან, რომელიც მონაწილეობდა ტენდერში ან ახლიდან გამოაცხადოს იგი.

სატენდერო დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს:

გამოსყიდვისა და მიყიდვის ოფციების საშუალო წლიური შემოთავაზებულ განაკვეთებს, როგორც განსაზღვრულია დანართი #1-ში;
ამონაწერს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან ტენდერში მონაწილე იურიდიული პირის რეგისტრაციის შესახებ;
ტენდერში მონაწილე იურიდიული პირის წესდებას;
ტენდერში მონაწილე იურიდიული პირის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტის ასლი;
ბოლო 3 წლის აუდირებულ ფინანსურ ანგარიშგებებს (სასურველია, მაგრამ არა სავალდებულო);
სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი“ უფლებამოსილია საჭიროების შემთხვევაში ტენდერის მონაწილეებს მოთხოვოს ნებისმიერი დამატებითი ინფორმაცია. ტენდერის მონაწილეებმა შეძლებისდაგვარად სწრაფად უნდა წარმოადგინონ მოთხოვნილი ინფორმაცია. ნებისმიერი შეუსაბამობა წარმოდგენილ დოკუმენტაციასა და რეალობას შორის შესაძლოა გახდეს მიზეზი კანდიდატის დისკვალიფიკაციისთვის.

განრიგი:
სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული კითხვებისთვის ან დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ კომპანიის ელ-ფოსტის მისამართზე: s.gegeshidze@gedf.com.ge
სატენდერო დოკუმენტაცია მოწოდებულ უნდა იქნას არაუგვიანეს 2018 წლის 25 ივნისის 18:00 საათისა, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ბარათაშვილის ქ. #8, მე–4 სართული, 0105, საქართველო. შემოთავაზებები მოწოდებულ უნდა იქნას დახურული კონვერტით კომპანიის წარმომადგენლის მიერ. კონვერტები გაიხსნება სატენდერო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადის ამოწურვისთანავე და გამოცხადებული იქნება გამოსყიდვის და მიყიდვის ოპციების საშუალო წლიური განაკვეთები.

საბოლოო გამარჯვებულის გამოვლენა მოხდება სატენდერო დოკუმენტაციის ჩაბარებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში.

ინვესტორის ტენდერის გამოცხადების თარიღი: 2018 წლის 23 მაისი
სატენდერო დოკუმენტაციის მიწოდების ბოლო ვადა 2018 წლის 25 ივნისის 18:00 საათი
გამარჯვებულის გამოვლენა: 2018 წლის 6 ივლისი
საპარტნიორო შეთანხმების გაფორმება: 2018 წლის 11 ივლისი

საპარტნიორო შეთანხმების ძირითადი პირობები