ინვესტორის გვერდი

სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი აცხადებს ტენდერს 200 kW სიმძლავრის ბიტეხი 1 ჰიდროელექტროსადგურის EPC/Turnkey განვითარების მიზნით

 

სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდმა“ 200 kW სიმძლავრის ბიტეხი 1 ჰიდროელექტროსადგურის EPC/Turnkey განვითარების მიზნით სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით ერთეტაპიანი ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. პროექტი ერთი შესყიდვის ფარგლებში ითვალისწინებს როგორც დეტალური პროექტის, ისე სამშენებლო სამუშაოების შესყიდვას. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 3`089`000.00 ლარს შეადგენს. სატენდერო წინადადებების მიღება პირველ მაისს დაიწყება და 20 მაისის 18:00-მდე გაგრძელდება.

დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ბმულს: https://tenders.procurement.gov.ge/public/?go=301969&lang=ge