ინვესტორის გვერდი

ინვესტიცია ენერგო სექტორში

საქართველოში არსებული ალტერნატიული ენერგიის მდიდარი პოტენციალის ათვისების ხელშეწყობის მიზნით საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის თანახმადაც რეგულირდება ელექტროსადგურების მშენებლობის, ფლობის და ოპერირების შესახებ ინტერესთა გამოხატვის პროცედურები. (იხ.საქართველოს მთავრობის დადგენილება No214, 21.08.2013, საქართველოში ელექტროსადგურების მშენებლობის ტექნიკურ ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების შესახებ ინტერესთა გამოხატვის წესის დამტკიცების შესახებ) საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო ამტკიცებს და ოფიციალურ ვებ-გვერდზე აქვეყნებს ასაშენებელი პოტენციური ელექტროსადგურების ნუსხას. ინტერესთა გამოხატვა ცხადდება მხოლოდ ამ ნუსხაში შემავალ პროექტებზე. (იხ. საქართველოში ასაშენებელი პოტენციური ელექტროსადგურების ნუსხა) საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი თანამშრომლობს ინვესტორებთან ნუსხის პროექტბის ფარგლებში მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ინვესტორს მემორანდუმი უკვე გაფორმებული აქვს. ენერგო-პროექტების განვითარების ძირითადი ეტაპები იხილეთ თანდართულ ფაილში. 222 111