ინვესტორის გვერდი

პროექტის ინიცირების პროცესი

ფონდს აქვს განსაზღვრული გარკვეული პროცედურები, რომლის მეშვეობითაც ხდება ამა თუ იმ პროექტის ინიცირება და პარტნიორთან ურთიერთობის განვითარება. მიმართვის წერილი: ინვესტორი წერს მიმართვის წერილს ფონდის დირექტორის სახელზე, რომელშიც განსაზღვრულია: • პროექტები რომლებშიც მათ სურთ თანამშრომლობა და თანამშრომლობის მათი ხედვა. პროექტების მოძიება შესაძლებელია როგორც ვებ-გვერდზე, ასევე GEDF-ს თან შეხვედრით. • თუ ინვესტორს/პროექტის განმავითარებელს სურს თავის დაწყებულ პროექტზე თანამშრომლობა, მაშინ პირველ ეტაპზე მოწოდებულ უნდა იქნას პროექტის ძირითადი მახასიათებლები, ხოლო მოგვიანებით უნდა მოხდეს პროექტის წინასწარი ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მოწოდება ფონდისთვის, რათა შესაძლებელი იყოს მისი რენტაბელურობის განსაზღვრა • ინფორმაცია ინვესტორის შესახებ, მათი საქმიანობა და მათი ხედვა პროექტის განვითარების შესახებ. შეთანხმება კონფიდენციალურობის შესახებ და ინფორმაციის გაცვლის მეთოდები: • GEDF და ინვესტორი/პროექტის შემსრულებელი ხელს აწერენ შეთანხმებას კონფიდენციალურობის შესახებ და ცვლიან არსებულ ინფორმაციებს კონკრეტული პროექტების შესახებ. • დაინტერესების შემთხვევაში შესაძლებელია საექსპლუატაციო ადგილის მონახულება და დისკუსია პროექტის განვითარების შესახებ. შეთანხმება: • ინვესტორი და GEDF იღებენ გადაწყვეტილებას თანამშრომლობის შესახებ და განსაზღვრავენ პროექტს რომლის ფარგლებშიც უნდა ითანამშრომლონ. • ინვესტორი და GEDF ხელს აწერენ შეთანხმებას თანამშრომლობისა და/ან მომსახურეობის შესახებ. შეთანხმების პირობები შესაძლებელია შეიცვალოს პროექტებიდან გამომდინარე.