სიახლეები

შეხვედრა საფრანგეთის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებთან

09.02.2018

საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორი თორნიკე რიჟვაძე საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე განხილული იყო საფრანგეთის განვითარების სააგენტოს მისიის მიმდინარეობა საქართველოში. ფრანგული მხარე დაინტერესდა ენერგეტიკის განვითარების ფონდის, როგორც განახლებადი ენერგიის სფეროში მნიშვნელოვანი პროექტების განმახორციელებელი ორგანიზაციის პოზიციით სექტორში დაგეგმილი რეფორმის შესახებ. საუბარი ასევე, შეეხო საქართველოს ენერგეტიკის სფეროში საინვესტიციო კლიმატს და ფონდის მიმდინარე პროექტებს.