სიახლეები

„ჩალიკ ენერჯი“ „საქართველოს ენერგეტიკის განვითრების ფონდთან“ ერთად 50 მგვტ სიმძლავრის ქარის ელექტროსადგურს ააშენებს

20.02.2018

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები და „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ დირექტორი თორნიკე რიჟვაძე თურქეთში სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან, სადაც „ჩალიკ ენერჯის“ დამფუძნებელს და ხელმძღვანელს აჰმედ ჩალიკს შეხვდნენ.
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ქარის ელექტროსადგურების პროექტებზე, რომლებსაც „ჩალიკ ენერჯი“ „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდთან“ თანამშრომლობით ავითარებს. შეხვედრის ფარგლებში გადაწყდა, რომ „საქართველოს ენერეგტიკის განვითრების ფონდი“ უმსხვილეს თურქულ ენერგეტიკულ ჰოლდინგთან „ჩალიკ ენერჯისთან“ ერთად საქართველოში, კერძოდ შიდა ქართლში, 75 მლნ დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს - 50 მეგავატი სიმძლავრის ქარის ელექტროსადგურს ააშენებს.
პროექტის განმახორციელებელი კომპანია სს „ჩალიკ ჯორჯია ვინდ“-ია, რომელშიც პარტნიორები 85%- იანი წილით “CALIK ENERJI SANAYI TICARET A.S“, ხოლო 15%-იანი წილით - სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი“ არიან.