სიახლეები

CEO Lunch Tbilisi 2018

23.02.2018

საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ დირექტორმა თორნიკე რიჟვაძემ კასპიის ევროპული და კასპიის ამერიკული კლუბის მიერ ორგანიზებულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა. ფორუმზე ფონდის ხელმძღვანელმა საქართველოში ენერგეტიკული პროექტების, მათ შორის, განახლებადი ენერგიის წყაროების ათვისების საკითხებზე ისაუბრა და ფორუმის მონაწილეებს საქართველოს ენერგეტიკული პოტენციალი და არსებული საინვესტიციო გარემო გააცნო.

აღნიშნულ ფორუმს ასევე, ესწრებოდნენ აზერბაიჯანის რესპუბლიკის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში დურსუნ ჰასანოვი, თურქეთის რესპუბლიკის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში -ფატმა ჩერენ იაზგანი, სოკარ ენერჯი ჯორჯიას გაზის დირექტორი აზერ მამადოვი და ენერგეტიკის სექტორში მოღვაწე სხვადასხვა კომპანიის ხელმძღვანელები. მოწვეულმა სტუმრებმა იმსჯელეს რეგიონში მიმდინარე და პერსპექტირულ პროექტებზე, ასევე ენერგეტიკული პროექტების როლზე ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში.