სიახლეები

„ტორზილა ჰესის“ პროექტზე ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა დაიწყება

26.02.2018

საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ დირექტორმა თორნიკე რიჟვაძემ და შპს „აი ემ ინჯინერინგ-ევრაზიას“ დირექტორმა ჰელმუტ ვეიდელმა „ტორზილა ჰესის“ პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის განხორციელებაზე ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. 
2017 წლის 18 დეკემბერს სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდმა“, ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევითი სამუშაოების ჩასატარებლად კონსულტანტის შერჩევა გამოაცხადა. 
„ტორზილა ჰესის“ პროექტის განვითარებისთვის აღნიშნულ ტენდერში შპს „აი ემ ინჯინერინგ-ევრაზიამ“ გაიმარჯვა. „ტორზილა ჰესის“ პროექტს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი“ ახორციელებს. პროექტის მიხედვით ჰიდროელექტროსადგური იმერეთში, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, მდინარე ტორზილასწყალზე აშენდება. 
„ტორზილა ჰესის“ სავარაუდო დადგმული სიმძლავრე 1.69 მგვტ., ხოლო სავარაუდო წლიური გამომუშავება 6.88 მლნ.კვტ/სთ-ია.