სიახლეები

კონფერენცია - „განახლებადი ენერგიის განვითარება“

24.04.2018

„საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ დირექტორი თორნიკე რიჟვაძე კონფერენციაზე - „განახლებადი ენერგიის განვითარება - გზა ენერგოდამოუკიდებლობისკენ“ სიტყვით გამოვიდა.

ფონდის დირქტორმა კონფერენციაზე ისაუბრა ქვეყნის საინვესტიციო გარემოს შესახებ. თორნიკე რიჟვაძემ ყურადღება გაამახვილა განახლებადი ენერგიების მიმართულებით მიმდინარე და დაგეგმილ მასშტაბურ პროექტებზე. საუბარი ასევე, შეეხო ევროკავშირის დირექტივების გათვალისწინებით, ენერგეტიკის მიმართულებით, საკანონმდებლო ბაზის რეფორმირებას, რაზეც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აქტიურად მუშაობს.

კონფერენცია ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს ორგანიზებით გაიმართა. მასში მონაწილეობდნენ ევროკავშირის დელეგაციის, დიპლომატიური კორპუსის, მსხვილი საფინანსო ინსტიტუტების, ადგილობრვი და უცხოური კომპანიების წარმომადგენლები და დარგის ექსპერტები.

კონფერენციაზე რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. სამუშაო სესიის განმავლობაში განიხილეს საქართველოში განახლებადი ენერგიების განვითარების პერსპექტივები.