სიახლეები

ქართლის ქარის ელექტროსადგურმა 2018 წლის აპრილში 9 365 860 კილოვატ საათი გამოიმუშავა

02.05.2018

„ქართლის ქარის ელექტროსადგურის” მიერ მიმდინარე წლის აპრილის თვეში წარმოებულმა და მიწოდებულმა ელექტრო ენერგიამ 9 365 860 კილოვატ საათი შეადგინა, რაც 1 965 860 კილოვატ საათით აღემატება აპრილის თვის საპროგნოზო გამომუშავებას.
„ქართლის ქარის ელექტროსადგური“ საქართველოში, ალტერნატიული ენერგიების მიმართულებით, პირველი პროექტია და მისი დადგმული სიმძლავრე 20,7 მეგავატია. სადგური ექსპლუატაციაში 2016 წლის 20 დეკემბერს ოფიციალურად შევიდა, ხოლო კვალიფიციურ საწარმოდ 2017 წლის 27 იანვარს დარეგისტრირდა.
ჩართვის დღიდან ქართლის ქარის ელექტროსადგურის გამომუშავებული და მიწოდებული ელექტრო ენერგია 126 473 195 კილოვატ საათს შეადგენს.