სიახლეები

ფორუმი - „საქართველო - შესაძლებლობების ქვეყანა"

16.05.2018

„საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელი თონრიკე რიჟვაძე ბიზნეს ინფორმაციის სააგენტოს ფორუმში „საქართველო - შესაძლებლობების ქვეყანა" სიტყვით გამოვიდა.
თორნიკე რიჟვაძემ ისაუბრა საქართველოს ენერგეტიკული პოტენციალის, ქვეყანაში არსებული საინვესტიციო გარემოს და ენერგეტიკის სექტორში მზარდი ინვესტიციების შესახებ.
მან მიმოიხილა „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ ფორტფოლიოში არსებული ჰიდრო, ქარისა და მზის პროექტები და მათი სამომავლო პერსპექტივები.
ფორუმის მიმდინარეობისას გაიმართა პანელური დისკუსიები, იმსჯელეს ენერგეტიკის მიმართულებით დაგეგმილ პროექტებზე და საკანონმდებლო ბაზის რეფორმირებაზე, რაზეც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აქტიურად მუშაობს.
ფორუმს ესწრებოდნენ სამთავრობო სექტორის, დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები, საერთაშორისო ორგანიზაციების წევრები და სხვა მაღალი რანგის წარმომადგენლები.
ბიას ფორუმმა ყოველწლიური სახე მიიღო და მისი მიზანია საქართველოს ეკონომიკის და რეგიონის საკითხებით დაინტერესებული ინვესტორების, ბიზნესმენების, მთავრობის წარმომადგენლებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების გაერთიანება სადისკუსიოდ ისეთ თემებზე, როგორიცაა ქვეყნის და რეგიონის ეკონომიკის მიმდინარე შესაძლებლობები და გამოწვევები და საქართველოს ფინანსურ ცენტრად პოზიციონირება რეგიონში.