სიახლეები

კომპანია „ანდრიცის“ (ANDRITZ) პრეზენტაცია

07.06.2018

„საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელი თორნიკე რიჟვაძე ჰიდროელექტროსადგურების ელექტრო-მექანიკური დანადგარების მწარმოებელი მსოფლიოს წამყვანი ავსტრიული კომპანიის ANDRITZ-ის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდა.
პრეზენტაციის ფარგლებში თორნიკე რიჟვაძემ ისაუბრა საქართველოს ჰიდრო პოტენციალზე, ადგილობრივი რესურსების რაციონალურ ათვისებაზე. ფონდის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტი, რომელიც საქართველოში „ანდრიცის“ ჩართულობით განხორციელდა 108 მგვტ სიმძლავრის „დარიალი ჰესია“, რომელიც სწორედ „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ თანამონაწილეობით განხორციელდა.
კომპანია „ანდრიცი“ საქართველოში ჰიდროენერგეტიკის სექტორში უკვე 70 წელია მოღვაწეობს. საქართველოში პირველი პროექტი 1950 წელს („სოხუმი ჰესი“) განახორციელეს.
ქვეყანაში 70 წლიანი მოღვაწეობის შედეგად „ანდრიცის“ მიერ სხვადასხვა პროექტში დამონტაჟებული ტურბინების ჯამური სიმძლავრე 349 მგვტ.-ს აღწევს. მიმდინარე პროექტებში კი დაგეგმილია ჯამურად 350 მგვტ სიმძლავრის ტურბინების ინსტალაცია.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ავსტრიის ელჩმა - არად ბენკომ, კომპანია „ანდრიცის“ ხელმძღვანელმა პირებმა, საჯარო სექტორის და ენერგეტიკული კომპანიების წარმომადგენლებმა.